საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში უნივერსიტეტის მონაწილეობის მხარდაჭერა

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, უნივერსიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან თანამშრომლობით, შემუშავდა და დამტკიცდა სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით "ერაზმუს+"  (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი (ბრძანება: 24.12.2019, 22/04). აღნიშნული წესის მიზანია უნივერსიტეტის სახელითა და მისი ჩართულობით განხორციელებული პროექტების მაღალი ხარისხის, სანდოობის, ეფექტიანობის, უნივერსიტეტის  პრიორიტეტებისა და საჭიროებებთან შესაბამისობის უზურუნველყოფა;  უნივერსიტეტისთვის საგრანტო განაცხადების სისტემატიზებაში, კონტროლსა და არაპროდუქტიული ხარჯების თავიდან აცილებაში დახმარება. წესის მიხედვით განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო საგრანტო განაცხადი იმისთვის, რომ წარდგენილ იქნას უნივერსიტეტის სახელით ან უნივერსიტეტი ჩაერთოს პროექტში როგორც ერთ-ერთი მონაწილე.

 

დამტკიცდა კომისიის შემადგენლობა (ბრძანება 333/01-01, 30.12.2019; განახლება ბრძანება 7/01-01, 17.01.2024), დაკომპლექტებული სხვადასხვა ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფასებენ პროექტს, მათ შორის: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, საფინანსო დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი. კომისიას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კომისია განიხილავს პროექტს, რომელსაც საგრანტო განაცხადის წარმდგენი პირი/პირთა ჯგუფი წარადგენს დამტკიცებული ფორმით. კომისია უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაციები. რეკომენდაციების არარსებობის შემთხვევაში, ან რეკომენდაციების შესრულების პირობით, კომისია რექტორს წარუდგენს საგრანტო პროექტში უნივერსიტეტის მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტს (მანდატს, დეკლარაციას) ხელმოსაწერად. აღნიშნული პროცედურა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სახელით/უნივერსიტეტის ჩართულობით განხორციელებული პროექტების მაღალ ხარისხს, მათ შესაბამისობას უნივერსიტეტის პრიორიტეტებთან და საჭიროებებთან. ასევე თავიდან ააცილებს უნივერსიტეტს ისეთი ტიპის ვალდებულებების აღებას, რომლის შესრულებაც  შესაძლოა აღმოჩნდეს პრობლემური, ამასთან, უზრუნველყოფს აპლიკანტთა მხარდაჭერას რჩევებისა და რეკომენდაციების სახით.

 

კომისიამ შეკრებები იმართება რეგულარულად, საჭიროების მიხედვით. პარალელურად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და პირადი კონსულტაციები.  დაინტერესებული მხარეების უკუგების, ასევე კომისიის მუშაობის შედეგების შეფასების შედეგად, მიმდინარეობს წესისა და პროცედურის მეტად დახვეწა და აპლიკანტებისთვის დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმების შეთავაზება.

 

 

უკან >>>