საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, მიმდინარე წლის 19 და 21 ოქტომბერს, სტუდენტთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის მიზნით, გამართა შეხვედრები  ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან. ტრენინგი მიზნად ისახავდა სტუდენტები უკეთ  გაცნობოდნენ  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პოლიტიკას და  სამოქმედო გეგმებს, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებში მათი ჩართულობის შესაძლებლობებს.  ამასთან,   თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზანია აქტიურად  ჩართოს სტუდენტები უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების პროცესებში.

 

სტუდენტების კითხვებს უპასუხა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ირმა გრძელიძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მრჩეველმა ქალბატონმა ნატალია ბარათელმა.

 

ეს შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

თარიღი: 25/10/2022