საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვებინარი - უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია

2020 წლის 1 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) გამართა ვებინარი, რომელიც მიეძღვნა შემდეგ თემას: „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია კორონავისუსის კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში“. ვებინარის მომხსენებლები იყვნენ დოქტორი გიორგი შარვაშიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჰანს დე ვიტი - საერთაშორისო უმაღლესი განათლების ცენტრის დირექტორი ბოსტონის უნივერსიტეტში, პროფესორი ელსპეფ ჯოუნსი - ემერიტუს პროფესორი ლიდს ბექით უნივერსიტეტში და დოქტორი ალექსანდერ ჰასგალი - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელი.

 

ვებინარის მსვლელობისას დაისვა ბევრი შეკითხვა მსმენების მიერ, რომელთაც მომხსენებლებმა გასცეს პასუხი. მონაწილეებმა ისაუბრეს პანდემიის გავლენაზე უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე. მათ აღნიშნეს, რომ პანდემიამ როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი გავლენა მოახდინა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე. პროფესორმა დე ვიტმა აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო გადაადგილება შეზღულია, უარყოფითად აისახება სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობაზე. თუმცა, ასევე აღინიშნა, რომ მსოფლიოში სტუდენტების მხოლოდ 1%-ს, ხოლო ევროპაში სტუდენტების 20%-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მობილობით. შესაბამისად, მობილობა არის ინტერნაციონალიზაციის ელიტისტური და არა ინკლუზიური საშუალება. ამიტომ, უნივერსიტეტებმა უნდა  უზრუნველყონ ინტერნაციონალიზაცია შინ და იზრუნონ კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციაზე, რაც მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების შინარსის და სწავლის შედეგების ინტერნაციონალიზაციას, შესაბამისი სწავლების მეთოდების გამოყენებას და სწავლის შედეგების შეფასებას.

 

პროფესორმა დე ვიტმა დასძინა, რომ კოვიდ 19-ით გამოწვეულ კრიზისამდე, ინტერნაციონალიზაცია ფოკუსირებული იყო შეჯიბრებითობაზე, შემოსავლის მიღებაზე, უნივერსიტეტის რეიტინგის გაზრდაზე და არა თანამშრომლობაზე. კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა კი ცხადად გამოაჩინა თანამშრომლობის აუცილებლობა. ნათელი გახდა, რომ არ არსებობს საზღვები და პრობლემის გადასაჭრელად გლობალური საზოგადოება და თანამშრომლობაა საჭირო. თუმცა ქვეყნების პასუხი აღნიშნულ სირთულეზე ზოგჯერ მაინც არის უფრო ნაციონალური, ვიდრე გლობალური.

დოქტორმა ჰასგალმა უარყოფით გავლენად დაასახელდა კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური პრობლემები, რის გამოც ბევრი საგნამანთებლო პროგრამისა თუ პროექტის დაფინანსება შეწყდა. მან აღნიშნა, რომ წლები დასჭირდება აღნიშნული პროგრამებისთვის დაფინანსების იმავე რაოდენობის გამოყოფას. ასევე დაამატა, რომ შესაძლოა შეიცვალოს კვლევის ზოგადად და მათ შორის სადოქტორო კვლევის დაფინანსებაც, და ძირითადად ის კვლევები დაფინანსდეს, რასაც პირდაპირი გავლენა ექნება კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე.

დოქტორმა ჰასგალმა და დოქტორმა შარვაშიძემ დადებით მხარედ გამოყეს ის, რომ რაც ბოლო 10 წელიწადში ვერ გაკეთდა, სამ კვირაში მოხერდა. მაგალითად ღია საგანმანათლბელო რესურსების შექმნა, უნივერსიტეტების მიერ თავიანთი ბიბლიოთეკების გახსნა ფართო საზოგადოებისთვის, საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებები ონლიან სწავლებასთან დაკავშირებით, დოქტორანტების ონლაინ ხელმძღვანელობა, დისერტაციების დაცვა ონლიან რეჟიმში და ა.შ. დოქტორმა ჰასგალმა დასძინა, რომ სამომავლოდ, ამან შეიძლება შეამციროს მობილობა, რადგან თუ შესაძლებელია რომ მაგალითად დისერტაციის ხელმძღვანელთან ონლიან რეჟიმში იმუშაოს დოქტორანტმა ქვეყნიდან გაუსვლელად, მაშინ რა აუცილებელია მობილობა. თუმცა ეს უარყოფითად არ აისახება საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

 

პროფესორმა დე ვიტმა აღნიშნა, რომ სრულად ონლაინ სწავლებაზე ვერ გადავალთ, განსაკუთრებით საბაკალავრო საფეხურზე. თუმცა ამ დროის განმავლობაში ისეთი გამოცდილება დაგროვდა, რომ შესაძლებელია სწავლების ჰიბრუდული მოდელის დანერგვა და სწავლების პროცესის დიგიტალიზაცია. ამასთან, პროფესორმა დე ვიტმა დასძინა, რომ ონლაინ სწავლება ასევე ვერ იქნება მობილობის ალტერნატივა, რადგან სტუდენტების გამოკითხვებიდან ჩანს, რომ ისინი ონლაინ სწავლებას საზღვარგარეთ სწავლის ალტერნატივად არ აღიქვამენ. უნივესიტეტებს არ სურთ გადასახადის შემცირება ონლაინ სწავლების შემთხვევაში, სტუდენტებს კი არ სურთ იმავე საფასურის გადახდა ონლაინ სწავლებაში რაც პირისპირ სწავლებაში უნდა გადაეხადად. ამის ფონზე, ბევრი უნივერსიტეტი, აშშ-ში, ევროპასა და ავსტრალიაში ფინანსურად დამოკიდებულია საერთშორისო სტუდენტებზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის , რომ მალე ისევ მიიღონ საერთაშორისო სტუდენტები. თუმცა სახელმწიფო დონეზე არის ბევრი შეზღუდვა, როგორიცაა ვიზის მიღება, მგზავრობა და სხვა. ეს გამოიწვევს იმას და უკვე ჩანს ამისი ნიშნები, რომ მეტი სტუდენტი დარჩება თავის ქვეყანაში ან რეგიონში განათლების მისაღებად. ეს კი აისახება ადგილობრივი განათლების ხარისხზე, რადგან იქ არ არის მზაობა რომ ამ რაოდენობის სტუდენტები უზრუნველყონ მაღალი ხარისხის განათლებით.

 

დოქტორმა ჰასგალმა აღნიშნა, რომ ახალმა რეალობამ ახალი ბალანსის შექმნის საჭიროების წინაშე დაგვაყენა.   მან თქვა, რომ თანამშრომლობის ახალი ბალანსია საპოვნელი საერთაშორისო პროექტების,  შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართული პროექტების და ინტერნაციონალიზაციის სხვა კომპონენტების განსხორციელებლად. მოსაფიქრებელია თუ როგორ მოხერხდება ეს ყოველივე არსებულ პირობებში.

თარიღი: 01/07/2020