საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

TSU ISET - საერთაშორისო აკრედიტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საქართველოსა და რეგიონში პირველებმა მიიღო ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს  (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია. დღეისთვის რეგიონში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით.

 

FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია ISET-ის ხარისხის საერთაშორისო დონეზე აღიარებაა, რაც კურსდამთავრებულებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ ბრემენის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)  უნივერსიტეტთან (UB) გააფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად,  ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის 5 სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა ყოველწლიურად, ბოლო აკადემიური წელი გაიაროს ბრემენის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სტუდენტები, ორი უნივერსიტეტის თსუ ISET-ისა და ბრემენის უნივერსიტეტის დიპლომებს მიიღებენ.

 

FIBAA გერმანიის საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც უმაღლესი განათლების სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. მას სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

თარიღი: 18/06/2021