საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

SQUARE კონსორციუმის ქართული უნივერსიტეტების შეხვედრა

23 აპრილს გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის SQUARE კონსორციუმის ქართული უნივერსიტეტების შეხვედრა. შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში, შეხვედრის მონაწილეების ნაწილი პირისპირ შეხვდა, მათ პროექტის კოორდინატორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, კონსორციუმის წევრებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, ზუმის პლატფორმის მეშვეობით ჩართულიყვნენ შეხვედრაზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, კერძოდ  მიმდინარე აქტივობა - მესამე მისიის პროექტებისა და შესაბამისი რესურსების რუკის შემუშავება, მათი პროგრესი, გამოწვევები და გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები და გამოცდილება. შეხვედრა ემსახურებოდა გამოცდილების გაზიარებისა და დიალოგის გზით მიმდინარე აქტივობის წარმატებითა და ეფექტიანად დასრულებისთვის ხელის შეწყობას.

თარიღი: 23/04/2021