ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა (ბრძანება N: 24/02-01)
წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 25 თებერვლისა, 15 აპრილის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა, 10 ოქტომბრის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.
- გიორგი გრიგოლაშვილი - სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი- საბჭოს თავმჯდომარე;
- გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - საბჭოს წევრი;
- კახაბერ ჭეიშვილი - თსუ რექტორის მოადგილე - საბჭოს წევრი;
- გიორგი ბურჯანაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი - საბჭოს წევრი:
- ელენე გელაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;
- აკაკი მიქაბერიძე- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი - საბჭოს წევრი;
- გიორგი ოქიტაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი - საბჭოს მდივანი;
- ცირა თოფურია - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი - საბჭოს წევრი.