ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა (ბრძანება N: 24/02-01)
გამჭვირვალობის და პარიტეტის დასაცავად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან წარმოდგენილი.
წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 25 თებერვლისა, 15 აპრილის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა, 1 ოქტომბრის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა (ბრძანება N:30/02-01).
2017 წელს- 161, 2018 წელს -130. 2019 წელს კი - 171 პროექტი დაფინანსდა.
- თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საბჭოს თავმჯდომარე;
- გიორგი გაფრინდაშვილი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
- თინათინ გაბრიჩიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის კვლევებისა და შეფასების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, საბჭოს მდივანი;
- რევაზ აფხაზავა - განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;
- ნინო ქურდაძე - ცოდნის გადაცემის და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
- გიორგი ჩაკვეტაძე - წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, საბჭოს წევრი.