4 მაისს, ევროპარლამენტში, ქ ბრიუსელი, განხილული იქნა და მსვლელობა მიეცა სახელმძღვანელო დოკუმენტს - „შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგი“ - Strategic Research and Innovation Agenda (SRIA). აღნიშნული საპროგრამო დოკუმენტი მომზადდა ევროკომისიის პროექტი „Black Sea Connect“-ის ფარგლებში „ლურჯი ზრდის“ ინიციატივის ექსპერტთა საერთაშორისო კონსორციუმის (მათ შორის, ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შავი ზღვის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო ჯგუფის - ხელმძღვანელი კახაბერ ბილაშვილი) მიერ, შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (METU) კოორდინირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავი ზღვის საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო პროექტს მსვლელობა მიეცა ევროპარლამენტის მიერ, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა და შემდგომი ინტეგრირებისათვის ევროპულ სივრცეში.