საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია სტუდენტური ექსპედიციის წევრებს შეხვდა

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის 2024 წლის მონაწილეებს შეხვდა. სტუდენტებმა რექტორს ექსპედიციის ფარგლებში განხორციელებული კულტურულ- საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ გააცნეს ინფორმაცია და პროექტის განვითარების სამომავლო გეგმაზე ისაუბრეს.  

სტუდენტური ექსპედიცია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკვე 24 წელია ეწყობა. 2001 წლიდან დღემდე პროექტში  2500- ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 

ექსპედიცია დაფინანსდა თსუ-ის სტუდენტური პროექტების ფარგლებში.  პროექტის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი კუთხით - ჯავახეთით სტუდენტების დაინტერესება; მათი ინტეგრაცია სომხურენოვან, ბერძნულენოვან და ქართველ მოსახლეობასთან; ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ასევე, ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების გაცნობა.

 

 „ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა- კურთხევით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) ინიციატივით ყოველწლიურად ეწყობა.  

თარიღი: 19/09/2024