eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხელოვნური ინტელექტის მომავალი: სად ვართ და სად მივდივართ?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სამდღიანი სამეცნიერო-პრაქტიკული ღონისძიებათა ციკლი - „ხელოვნური ინტელექტის მომავალი: სად ვართ და სად მივდივართ?“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივებს, ეთიკურ-სამართლებრივ ასპექტებსა და თანამედროვე გამოწვევებს მიეძღვნა.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა შოთა ფოთოლაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

 

პროექტის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც 7 თემატურ სექციაში 70-ზე მეტი მოხსენება წარადგინეს. განხილვის მთავარი თემები იყო ხელოვნური ინტელექტის გავლენა მედიცინაზე, სამართალზე, ეკონომიკაზე, განათლებაზე, მედიასა და ენათმეცნიერებაზე.

 

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა AI ჰაკათონიც, სადაც სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს. გამარჯვება ქუთაისის გუნდმა QSKIP მოიპოვა.

 

პანელურ დისკუსიებსა და Keynote გამოსვლებზე სპეციალისტებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის როლზე სტარტაპ ეკოსისტემაში, მეწარმეობაში, კვლევებსა და განათლებაში.

 

პროექტი ორგანიზებული იყო თსუ ინტელექტუალთა კლუბის მიერ, თსუ-სა და ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის თანაორგანიზებით, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით.

თარიღი: 30/09/2026