საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა (2021 - 2022 სასწავლო წელი)

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით (https://emis.ge/newss/2028/) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №147/01-01, 25.08.2021)

 

მობილობის ვადები:

 

პროცედურული ვადები:


 დოკუმენტაციის მიღება – 3– 8 სექტემბერი;
 უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 9 - 13 სექტემბერი;
 სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 14-15 სექტემბერი;
 საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 16 სექტემბერი;
 მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელეტქრონულად ასახვა - 17 სექტემბერი.


საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის)


 უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 7 სექტემბერი;
 გამოცდის შედეგების გამოცხადება –9 სექტემბერი;
 გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 10 სექტემბერი;
 აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;
 გასაუბრება სპეციალობაში - 13-14 სექტემბერი.

 

ვაკანტური ადგილები:

 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება (ბრძ: №119/01-01, 23.07.2021)

 


მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:


მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:


განცხადება;
 სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
 პირადობის მოწმობის ასლი;
 წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
 სტუდენტის სასწავლო ბარათი;
 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - „CERTUS“-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
 

(დამოწმებული დოკუმენტაციის გადაგზავნა იწარმოებს შემდეგ მისამართებზე):

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -
ელექტრონული ფოსტა: macromol_chemistry_1@tsu.ge
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი -
ელექტრონული ფოსტა: asmat.akhaladze@tsu.ge
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი -
ელექტრონული ფოსტა: gvantsa.eristavi@tsu.ge
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“ - ტურიზმის სკოლა -
ელექტრონული ფოსტა: lasha.chkheidze@tsu.ge
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა -
ელექტრონული ფოსტა: academicaffairs@iset.ge; ტელეფონი: (+995 32) 2 25 07177
მედიცინის ფაკულტეტი -
ელექტრონული ფოსტა: tsiala.giorgadze@tsu.ge
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი -
ელექტრონული ფოსტა: keti.tsanava@tsu.ge

თარიღი: 02/09/2021