eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგები აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე გრძელდება ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებით:

  • ელექტრონული-სამეცნიერო ბიბლიოთეკები და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების ტექნიკა და ფორმები;
    პედაგოგი:
    ანა ტივაძე, მარიკა ჟორჟოლიანი
  • ციტირების სტილები (APA, CHICAGO)
    პედაგოგი
    : ცისია პაპიაშვილი
  • პროგრამა Mendeley -  თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება
    პედაგოგი
    : ნატალი გიორგობიანი
  • რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?;
  • Turnitin-ის გამოყენება;
    პედაგოგი
    : თეა პაპიაშვილი, ირინა კომახიძე

ტრენინგი ჩატარდება  2022 წლის 20 და 21 აპრილს 11 საათიდან 15 საათამდე

შეხვედრა ჩატარდება პროგრამა Zoom-ის საშუალებით, რომლის რეკვიზიტებიც რეგისტრაციის შემდგომ გამოგეგზავნებათ პირადი შეტყობინებით.
ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს.

თარიღი: 15/04/2022