ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე გრძელდება ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებით:
- ელექტრონული-სამეცნიერო ბიბლიოთეკები და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების ტექნიკა და ფორმები;
პედაგოგი: ანა ტივაძე, მარიკა ჟორჟოლიანი - ციტირების სტილები (APA, CHICAGO)
პედაგოგი: ცისია პაპიაშვილი - პროგრამა Mendeley - თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება
პედაგოგი: ნატალი გიორგობიანი - რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?;
- Turnitin-ის გამოყენება;
პედაგოგი: თეა პაპიაშვილი, ირინა კომახიძე
ტრენინგი ჩატარდება 2022 წლის 20 და 21 აპრილს 11 საათიდან 15 საათამდე
შეხვედრა ჩატარდება პროგრამა Zoom-ის საშუალებით, რომლის რეკვიზიტებიც რეგისტრაციის შემდგომ გამოგეგზავნებათ პირადი შეტყობინებით.
ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს.