ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტის ფარგლებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი აცხადებს საკონფერენციო მოხსენებების მიღებას სამეცნიერო კონფერენციაში ,,ყოველდღიურობის ისტორია შუა საუკუნეების ეპოქაში“ მონაწილეობისათვის. კონფერენცია ჩატარდება მიმდინარე წლის 23-24 დეკემბერს. კონფერენციაში მონაწილეობისთვის საჭიროა სამეცნიერო ხელმძღვანელის ყოლა და მისი რეკომენდაცია.
*კონფერენციის მიზანია შუა საუკუნეების ისტორიის კველევა, სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს, განურჩევლად ფაკულტეტისა.
ძირითადი მიმართულებები:
* შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია
*ყოველდღიურობის ისტორია
* შუა საუკუნეების კულტურა
*ფილოლოგია/ხელნაწერები/კოდიკოლოგია
*არქეოლოგია/ეთნოლოგია/ანთროპოლოგია
* ფილოსოფია/თეოლოგია
*პოლიტიკურ-სამართლებრივი აზროვნება
* სამხედრო ისტორია
* ისტორიოგრაფია
* წყაროთმცოდნეობა
*ლიტერატურათმცოდნეობა
* ფსიქოლოგია/მენტალიტეტის კვლევები
* ხელოვნებათმცოდნეობა
მოხსენებების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
ინსტრუქცია: გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და საკონფერენციო მოხსენება ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილთან ერთად გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე young.medievalists@gmail.com
იხილეთ ნაშრომის გაფორმების წესი.