საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექცია ენების ევროპული დღესთან დაკავშირებით

26 სექტემბერს, სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით , ენათა ევროპულ დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გაიმართა.  პროფესორ  თინათინ ბოლქვაძის ლექციის თემა გახლდათ, ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში და მისი მიმართება მსოფლიოში  საერთაშორისო ენების გამოყენების თანამედროვე პრაქტიკასთან.

 

ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ინიციატივით 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა.  იგი ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანი ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისებაა, ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ მეტი ენის სასწავლებლად. რაც ამავე დროს, ევროპაში გავრცელებული ენების დაცვის, პოპულარიზაციის, სწავლების და კვლევის საფუძველი ხდება.

თარიღი: 26/09/2024