საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლიმერიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლების საჯარო ლექცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 17 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ლიმერიკის (ირლანდია) უნივერსიტეტის წარმომადგენლები: პროფესორი ემერ რინგი, განათლების, ადრეული ბავშვობის და მასწავლებელთა განათლების ფაკულტეტის დეკანი და ლიშა ო სალივანი განათლების ფაკულტეტის რეფლექსიური პედაგოგიკის და ადრეული განათლების კვლევების დეპარტამენტის ხელძღვანელი ეწვივნენ.

 

სახელმწიფო უნივერსიტეტის კადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ირლანდიელმა მკვლევარებმა გამართეს საჯარო ლექცია თემებზე: "ბავშვთა ადრეული განათლების საუკეთესო პრაქტიკები ირლანდიაში, ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიდგომები ადრეულ განათლებაში", "ადრეული განათლების კონცეფცია და ადრეული განათლების სპეციალისტის მომზადების თანამედროვე გამოწვევები". საჯარო ლექციები კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. ლიმარიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი  თსუ-ში 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

 

თარიღი: 18/11/2025