ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 17 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ლიმერიკის (ირლანდია) უნივერსიტეტის წარმომადგენლები: პროფესორი ემერ რინგი, განათლების, ადრეული ბავშვობის და მასწავლებელთა განათლების ფაკულტეტის დეკანი და ლიშა ო სალივანი განათლების ფაკულტეტის რეფლექსიური პედაგოგიკის და ადრეული განათლების კვლევების დეპარტამენტის ხელძღვანელი ეწვივნენ.
სახელმწიფო უნივერსიტეტის კადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ირლანდიელმა მკვლევარებმა გამართეს საჯარო ლექცია თემებზე: "ბავშვთა ადრეული განათლების საუკეთესო პრაქტიკები ირლანდიაში, ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიდგომები ადრეულ განათლებაში", "ადრეული განათლების კონცეფცია და ადრეული განათლების სპეციალისტის მომზადების თანამედროვე გამოწვევები". საჯარო ლექციები კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. ლიმარიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.