თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან. მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
კონფერენცია, რომელიც პანდემიის გავლენით, ჰიბრიდული ფორმატით იმართება, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
თარიღი:
20/12/2021