Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსტანტინე წერეთელი -100

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან. მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

 კონფერენცია, რომელიც  პანდემიის გავლენით, ჰიბრიდული ფორმატით იმართება, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.