საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იტალიის ელჩის ვიზიტი თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის იტალიანისტიკის მიმართულებას  იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუანო ეწვია.



 შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, იტალიის საელჩოს ატაშე, იტალიური ენის სწავლების მიმართულებით, ორნელა სპანო, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მოვლენილი იყო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩვენს უნივერსიტეტში იტალიური ენის სწავლების მიზნით, იტალიური მიმართულების ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაია ჯავახიძე, იტალიური ენის მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.



 ღონისძიებაზე ელჩი გაეცნო იტალიური მიმართულების შექმნის ისტორიას, იტალიური ენის სწავლების პროცესს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაფართოებაზე ისაუბრა.

ელჩის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით  გაზეთში ANSA. IT გამოქვეყნდა. 

თარიღი: 18/06/2024