ხაენის (ესპანეთი) უნივერსიტეტის და თსუ-ს ერთობლივი “პერსონალის კვირეული” ევროკავშირის პროგრამა Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, თსუ-ში გაიხსნა.
ღონისძიების მთავარი თემა: უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაა.
ესპანელ კოლეგებს განათლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობასა და გამოცდილების გაცვლის აუცილებლობაზე ესაუბრნენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.
კვირეულში მონაწილეობს ხაენის უნივერსიტეტის 30 წარმომადგენელი ვიცე-რექტორის, პროფ. ხოსე იგნასიო ხიმენეს გონსალესის ხელმძღვანელობით.
Staff Week-ის ფარგლებში ტარდება სამუშაო შეხვედრები თსუ-ს პროფესორების ჩართულობით, სადაც განიხილება ახალი ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები.