საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა "საჯარო მმართველობა"

თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა "საჯარო მმართველობა" აცხადებს მიღებას და გთავაზობთ საქართველოში უპრეცედენტო შანსს:
 

  • ისწავლოთ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამაზე
  • გიკითხავდნენ პროფესიონალი გერმანელი და ქართველი ლექტორები
  • პროგრამის დაფინანსებით გაიაროთ 2 თვიანი პრაქტიკა ევროპის სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში
  • პროგრამის დაფინანსებით მონაწილეობა მიიღოთ 2 კვირიან საზაფხულო სკოლაში გერმანიაში

 

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები

(ბრძ. №232/01-01, 04.08.2022)

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 22-31 აგვისტო;

ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 6 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 9 სექტემბერი;

ე) გამოცდა სპეციალობაში - გასაუბრება ინგლისურ ენაზე – 12 სექტემბერი;

ვ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 21-26 სექტემბერი;

 

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

• განცხადება თსუ რექტორის სახელზე;

• ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

• CV ინგლისურ ენაზე

 

საბუთების მიღება 22-31 აგვისტო, თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 125.

თარიღი: 10/08/2022