თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა "საჯარო მმართველობა" აცხადებს მიღებას და გთავაზობთ საქართველოში უპრეცედენტო შანსს:
- ისწავლოთ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამაზე
- გიკითხავდნენ პროფესიონალი გერმანელი და ქართველი ლექტორები
- პროგრამის დაფინანსებით გაიაროთ 2 თვიანი პრაქტიკა ევროპის სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში
- პროგრამის დაფინანსებით მონაწილეობა მიიღოთ 2 კვირიან საზაფხულო სკოლაში გერმანიაში
2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები
(ბრძ. №232/01-01, 04.08.2022)
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 22-31 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 6 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 9 სექტემბერი;
ე) გამოცდა სპეციალობაში - გასაუბრება ინგლისურ ენაზე – 12 სექტემბერი;
ვ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 21-26 სექტემბერი;
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
• განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
• ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
• CV ინგლისურ ენაზე
საბუთების მიღება 22-31 აგვისტო, თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 125.