საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი, გერმანულენოვანი, სამართლის სამაგისტრო პროგრამა "LL.M zu Köln"

თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი, გერმანულენოვანი, სამართლის სამაგისტრო პროგრამა "LL.M zu Köln" აცხადებს მიღებას 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.
 

  • საბუთების მიღება: 22-31 აგვისტო - თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 125.
  • გერმანული ენის გამოცდა - 6 სექტემბერი
  • გასაუბრება გერმანულ ენაზე - 15 სექტემბერი

 

 თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა:

  • მიიღოთ ევროპული განათლება საქართველოში
  • ლექციებს გიკითხავდნენ კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები
  • პროგრამის დაფინანსებით სრული მეორე სემესტრი ისწავლოთ კიოლნის უნივერსიტეტში
  • მიიღოთ კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომი

 

სარეგისტრაციო დოკუმენტები:

  • განცხადება თსუ რექტორის სახელზე
  • განაცხადი გერმანულ ენაზე
  •  ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე
  •  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
  •  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი
  •  უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - მეორე სემესტრისთვის სერთიფიკატის არსებობა სავალდებულოა!
  •  წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  •  უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  •  CV გერმანულ ენაზე
თარიღი: 10/08/2022