თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი, გერმანულენოვანი, სამართლის სამაგისტრო პროგრამა "LL.M zu Köln" აცხადებს მიღებას 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.
- საბუთების მიღება: 22-31 აგვისტო - თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 125.
- გერმანული ენის გამოცდა - 6 სექტემბერი
- გასაუბრება გერმანულ ენაზე - 15 სექტემბერი
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა:
- მიიღოთ ევროპული განათლება საქართველოში
- ლექციებს გიკითხავდნენ კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები
- პროგრამის დაფინანსებით სრული მეორე სემესტრი ისწავლოთ კიოლნის უნივერსიტეტში
- მიიღოთ კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომი
სარეგისტრაციო დოკუმენტები:
- განცხადება თსუ რექტორის სახელზე
- განაცხადი გერმანულ ენაზე
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - მეორე სემესტრისთვის სერთიფიკატის არსებობა სავალდებულოა!
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- CV გერმანულ ენაზე