საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი „საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციასთან“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და „საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციის“ დირექტორმა ნოდარ ხიდეშელმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა უპილოტო საფრენი ტექნოლოგიების შესახებ სწავლება, გამოცდილების გაზიარება და პოპულარიზაცია განათლებისა და მეცნიერების სფეროში.

 

,,ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სტუდენტებისა და თანამშრომლების გადამზადება, რადგან ტექნოლოგიები  ძალიან კარგი დამხმარე საშუალებაა როგორც სასწავლო პროცესში, ისე მეცნიერული კვლევებისა და სწავლა-სწავლების სხვადასხვა ეტაპზე.  ჩვენ ყველანაირად  ვუწყობთ ხელს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას განათლების სფეროში,“- განაცხადა  ჯაბა სამუშიამ.

 

თსუ რექტორმა მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა იმ იდეას, რომელიც დაეხმარება სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ახალი აღმოჩენებისა და სწავლების პროცესში.

 

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო კურსი, რომელიც საშუალებას მისცემს თსუ-ს სტუდენტებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების პილოტირება და ინჟინერია შეისწავლონ.  კურსი იგეგმება თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრისა და „საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციის “  ჩართულობით.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტისა და  „საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციის “ თანამშრომლები.

თარიღი: 19/06/2025