საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით გაიმართა IV სამეცნიერო კონფერენცია: ვაჟა-ფშაველა -165 - თანამედროვე ინტერპრეტაციათა ცდანი.“ კონფერენცია მიეძღვენა მწერალ ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავს.

 

ღონისძიება გახსნა და დამსწრეებს მიესალმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ვაჟა-ფშაველასთან დაკავშირებულ თემატიკაზე წარადგინეს მოხსენებები.

თარიღი: 25/03/2026