25 აპრილს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა ესეების კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. კონკურსანტებმა სამეცნიერო სასკოლო ბაზის - EBSCO Explora-ს გამოყენებით დაწერეს ესე რომელსაც თანდართული ქონდა EBSCO Explora-დან მოძიებული მასალების ბიბლიოგრაფია.
კონკურსის მთავარ მიზანს წარმოადგენს EBSCO Explora-ს სამეცნიერო ბაზის პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მეტი სკოლისთვის და სკოლის მოსწავლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობა ამ და სხვა სამეცნიერო ბაზებზე, რომელსაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 2 გამარჯვებული, ხოლო III და IV ადგილი ერგოთ ბიბლიოთეკის რჩეულებს.
გამარჯვებულ კონკურსანტებს გადაეცათ ფულადი პრიზები, ხოლო სკოლები დაჯილდოვდნენ პროექტორებით:
ადგილი - ზურაბ გაგნიძე
ადგილი - გიორგი დევიძე
ადგილი - ლიზი შავლიაშვილი
ადგილი - საბა შანყულაშვილი