Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

25 აპრილს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა ესეების კონკურსი. 

 

კონკურსში მონაწილეობდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. კონკურსანტებმა სამეცნიერო სასკოლო ბაზის  - EBSCO Explora-ს გამოყენებით  დაწერეს ესე რომელსაც თანდართული ქონდა EBSCO Explora-დან მოძიებული მასალების ბიბლიოგრაფია.


 

კონკურსის მთავარ მიზანს წარმოადგენს EBSCO Explora-ს სამეცნიერო ბაზის პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მეტი სკოლისთვის და სკოლის მოსწავლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობა ამ და სხვა სამეცნიერო ბაზებზე, რომელსაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.

 

პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 2 გამარჯვებული, ხოლო III და IV ადგილი ერგოთ ბიბლიოთეკის რჩეულებს. 

 

გამარჯვებულ კონკურსანტებს გადაეცათ ფულადი პრიზები, ხოლო სკოლები დაჯილდოვდნენ პროექტორებით:

ადგილი - ზურაბ გაგნიძე

ადგილი - გიორგი დევიძე

ადგილი - ლიზი შავლიაშვილი

ადგილი - საბა შანყულაშვილი