საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერაზმუს+ ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის შეხვედრა

5-7 ივლისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს+ ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის SQUARE –Strenthening the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities (მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში) შეხვედრა გაიმართა. პროექტის განხორციელებაში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო EFMD, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებით წარიმართა. პროექტის შეხვედრა გახსნეს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა.

შეხვედრა სამი დღე გაგრძელდა. პირველი ორი დღე დაეთმო ტრენინგს, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატით გაიმართა, ხოლო მესამე დღე მიეძღვნა პროექტის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ტრენინგს უძღვებიან პროექტის უცხოელი პარტნიორები - საფრანგეთის უნივერსიტეტის, CNAM პროფესორები და ფინეთის, ტურკუს უნივერსიტეტის წარმომადგენლები. უცხოელი პარტნიორების ნაწილი შეხვედრას ესწრება ფიზიკურად, ხოლო ფინეთისა და პორტუგალიის წარმომადგენლები შეხვედრას ონლაინ შეურთდნენ.

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააუმჯობესოს მესამე მისიის აქტივობების ხარისხი და შესაბამისობა, შეიმუშავოს უნივერსიტეტებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი მესამე მისიის აქტივობების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისთვის.

თარიღი: 07/07/2021