საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე

(ბრძანება ვაკანტური ადგილების, მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №21/01-01, 31.01.2022 (იხ. ბმული - https://www.tsu.ge/ka/legal/43881 )

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები


თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).


2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილები:

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ – 2 ადგილი

 

იურიდიული ფაკულტეტი

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა „სამართალი“ - 50 ადგილი.

 

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები

საბუთების მიღება- 2-7 თებერვალი;

გამოცდა უცხო ენაში -9 თებერვალი;

გამოცდის შედეგების გამოცხადება -10 თებერვალი;

გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 თებერვალი;

აპელაციის შედეგების გამოცხადება -  14 თებერვალი;

გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) –15 თებერვალი;

გამოცდის შედეგების გამოცხადება -  16 თებერვალი;

გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 17 თებერვალი;

აპელაციის შედეგების გამოცხადება - 18 თებერვალი;

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება- 21 თებერვალი;

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 22 თებერვალი;

ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 23-24 თებერვალი;

საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 თებერვალი.

 

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 

ელექტრონული ფოსტა: chancellery.pes@tsu.ge

 

იურიდიული ფაკულტეტი

ელექტრონული ფოსტა: admissionmalaw@tsu.ge

თარიღი: 31/01/2022