2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე
(ბრძანება ვაკანტური ადგილების, მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №21/01-01, 31.01.2022 (იხ. ბმული - https://www.tsu.ge/ka/legal/43881 )
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილები:
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ – 2 ადგილი
იურიდიული ფაკულტეტი
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა „სამართალი“ - 50 ადგილი.
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები
საბუთების მიღება- 2-7 თებერვალი;
გამოცდა უცხო ენაში -9 თებერვალი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება -10 თებერვალი;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 თებერვალი;
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 თებერვალი;
გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) –15 თებერვალი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 16 თებერვალი;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 17 თებერვალი;
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 18 თებერვალი;
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება- 21 თებერვალი;
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 22 თებერვალი;
ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 23-24 თებერვალი;
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 თებერვალი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
ელექტრონული ფოსტა: chancellery.pes@tsu.ge
იურიდიული ფაკულტეტი
ელექტრონული ფოსტა: admissionmalaw@tsu.ge