საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გია ბაღაშვილის საჯარო ლექცია-კონცერტი: „მრავალხმიანობა და ქართული იდენტობა"

ეთნომუსიკოლოგმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა გია ბაღაშვილმა თსუ-ში გამართა საჯარო ლექცია-კონცერტი: „მრავალხმიანობა და ქართული იდენტობა“.

"ეთნოლოგიის მიმართულების სტუდენტებს შევთავაზებთ სალექციო კურსს ქართულ მრავალხმიანობაზე, რადგან ამ ფენომენს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართველთა ფსიქოტიპის ჩამოყალიბების საქმეში. სტუდენტებისთვის შეიქმნება ამ კურსის სახელმძღვანელო," - განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდა თსუ ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „უნივერსიტეტი“ ვასილ დოლიძის ხელმძღვანელობით.

თარიღი: 05/06/2023