ეთნომუსიკოლოგმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა გია ბაღაშვილმა თსუ-ში გამართა საჯარო ლექცია-კონცერტი: „მრავალხმიანობა და ქართული იდენტობა“.
"ეთნოლოგიის მიმართულების სტუდენტებს შევთავაზებთ სალექციო კურსს ქართულ მრავალხმიანობაზე, რადგან ამ ფენომენს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართველთა ფსიქოტიპის ჩამოყალიბების საქმეში. სტუდენტებისთვის შეიქმნება ამ კურსის სახელმძღვანელო," - განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
ღონისძიებაში მონაწილეობდა თსუ ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „უნივერსიტეტი“ ვასილ დოლიძის ხელმძღვანელობით.