საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა (2021-2022 სასწავლო წელი)

შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები განისაზღვრება ფაკულტეტების მიერ და აისახება შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე.

 


შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
 

  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს. 
  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
  • სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა


 

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა 
 

  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. 
  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება დამატებითი სემესტრის სტუდენტს.


 

შიდა მობილობის ვადები (ბრძანება N18/01-01, 31.01.2022)
 

  • საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 10 თებერვალი;
  • შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 11- 15 თებერვალი;
  • შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 16 თებერვალი;
  • საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 17-21 თებერვალი;
  • ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 22-24 თებერვალი;
  • საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 25 თებერვალი;

     

საგამოცდო ვადები დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით გადასვლის მსურველთათვის: 

  • უცხო ენის გამოცდა (ინგლისური B2 დონე) – 18 თებერვალი (10:00 სთ); 
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 18 თებერვალი (17:00 სთ);
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 21 თებერვალი (10:00 -12:00 სთ);
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი (15:00 სთ);
  • გამოცდა სპეციალობაში – 19 თებერვალი (12:00 სთ); 
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 21 თებერვალი (10:00 სთ);
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 21 თებერვალი (10:00 -12:00 სთ);
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი (15:00 სთ);
  • გასაუბრება სპეციალობაში - 21 თებერვალი (17:00 სთ)

     

შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა

http://lms.tsu.ge/

  • სტუდენტი შიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით. 
  • სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.

     

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
 

  • სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების  თაობაზე - 22-24 თებერვალი;
  • შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს  ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.

 

ადმინისტრაციული რეგისტრაცია
 

მიუხედავად შიდა მობილობის კონკურსში მონაწილეობის მიღებისა, სტუდენტმა 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიაროს რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №108, ტელ.:; (+995 32) 2 25 04 84
 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
შეთანხმების ხელშეკრულების გადაგზავნა წარმოებს შემდეგ მისამართზე: humanities@tsu.ge


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №303; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -6220; 6221).
 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 

ელექტრონული ფოსტა: gvantsa.eristavi@tsu.ge
 

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა

ელექტრონული ფოსტა: lasha.chkheidze@tsu.ge


ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა

ელექტრონული ფოსტა: academicaffairs@iset.ge

ტელეფონი: (+995 32) 2 25 07177


იურიდიული ფაკულტეტი

ელექტრონული ფოსტა: Chancellerylaw@tsu.ge


მედიცინის ფაკულტეტი 

ელექტრონული ფოსტა:  tsiala.giorgadze@tsu.ge 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 

ელექტრონული ფოსტა: keti.tsanava@tsu.ge

თარიღი: 11/02/2022