„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 10 თებერვალი;
2.შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 11- 15 თებერვალი;
3.შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 16 თებერვალი;
4.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 17- 21 თებერვალი;
5.ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან 22-24 თებერვალი;
6.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 25 თებერვალი;
7.საგამოცდო ვადები დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით გადასვლის მსურველთათვის:
ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური B2 დონე) – 18 თებერვალი (10:00 სთ);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 18 თებერვალი (17:00 სთ);
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 21 თებერვალი (10:00 -12:00 სთ);
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი (15:00 სთ);
ე) გამოცდა სპეციალობაში – 19 თებერვალი (12:00 სთ);
ვ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 21 თებერვალი (10:00 სთ);
ზ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 21 თებერვალი (10:00 -12:00 სთ);
თ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი (15:00 სთ);
ი) გასაუბრება სპეციალობაში- 21 თებერვალი (17:00 სთ);
8.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე