ტფილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ნორმალური ანატომიიის კათედრა - ალექსანდრე ჯავახიშვილს სასწავლო პროგრამის შედგენას ფიზიკურ გეოგრაფიაში. იისფერი მელანი, ქართულად, ინსტიტუტის ბლანკი, ხელმოწერილი, 1934 წლის 21 სექტემბერი.
ქართულ საბჭოთა დიდი ენციკლოპედია - ალექსანდრე ჯავახიშვილს (გეოგრაფიულ-კარტოგრაფიულ განყოფილების გამგეს) სთხოვენ ენციკლოპედის ბინაზე მისვლას. განყოფილების საჭიროებათა შესახებ მოსალაპარაკებლად, 22 ივნისს. თაბახის ფურცელი, ქართულ ენაზე. ენციკლოპედის შტამპით. ხელმოწერილი, 1938 წლის 21 ივნისი.
კურსების ხელმძღვანელთა კომისია - ალექსანდრე ჯავახიშვილს. თბილისის რეალური სასწავლებლის შენობაში კვირას, 28 ივლისს დანიშნულ კრებაზე, სადაც განიხილება ტერმინოლოგიის საკითხი, სთხოვენ დასწრებას. შავი მელანი, ხელმოუწერელი, ქართულ ენაზე. 27.07.1918 წელი.
ვ. თოფურია - ალექსანდრე ჯავახიშვილს თხოვს სამასწავლებლო ინსტიტუტში გეოგრაფიის სწავლების საქმეს. პირადად ალექსანდრე ჯავახიშვილმა უხელმძღვანელოს. 1 ფურცელი, იისფერი მელანი, ხელმოწერილი. 10.10.1925 წელი.
ი. მოსეშვილი - ალექსანდრე ჯავახიშვილს თხოვს შეხვედრას გორის ექსპედიციასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად მიწათმოქმედების სამინისტროში. ცალხაზიანი ფურცელი, 1 გვერდზე, შავი მელანი, ხელმოწერილი.
ი. მოსეშვილი - ალექსანდრე ჯავახიშვილს ფაკულტეტის სხდომაზე წარადგინოს 1920-21 წლისთვის გეოგრაფიისთვის ხარჯთაღრიცხვა. ცალხაზიანი ფურცელი, 1 გვერდზე, შავი მელანი, ხელმოწერილი. 02.02.1920 წელი.
ალ. დიდებულიძე თხოვნით მიმართავს სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს, ალექსანდრე ჯავახიშვილის, გეოგრაფიის ფაკულტეტზე პროფესორად არჩევის შესახებ და მიმოხილავს მის მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას, მის შრომებს ქიმიაში, ანთროპოლოგიაში, ეთნოგრაფიასა და გეოგრაფიაში. 1920 წელი.
ალ. დიდებულიძე - ალექსანდრე ჯავახიშვილს ულოცავს უნივერსიტეტის პროფესორად ერთხმად არჩევას, ცალხაზიანი ფურცელი. 1 გვერდი, შავი მელანი, რუსული. ხელმოწერილი. 1920 წლის 1 აგვისტოს.
ალ. დიდებულიძე - ალექსანდრე ჯავახიშვილს სურვილი აქვს იგი წარადგინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თანხმობის შემთხვევაში სთხოვს მოლაპარაკებას. ცალხაზიანი ფურცლის ორი გვერდი. შავი მელანი. ხელმოწერილი. 1920 წლის 19 მაისი. რუსულად.
არჩილ ხარაძე - ალექსანდრე ჯავახიშვილს. ფაკულტეტმა განიხილა გეოგრაფიის კათედრის დაარსების საკითხი და სთხოვენ როგორც სპეციალისტს თავის დასკვნა და პროგრამა წარუდგნოს პროფესორთა საბჭოს სხდომას, ხუთშაბათს, 7 ნოემბერს. არჩილ ხარაძის სავიზიტო ბარათი, უთარიღო.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ელიავა, სთხოვს დაესწროს სხდომას1918 წლის 11 მაისს, შაბათს 7 საათზე. ინსტიტუტის კანცელარიაში. თან ახლავს სამუშაო გეგმა. ნაბეჭდი, თაბახის 2 ფურცელი. უთარიღო, ხელმოუწერელი.
სამეურნეო კომიტეტი 1919 წლის 12 აგვისტოს დადგენილების თანახმად, სთხოვს ალექსანდრე ჯავახიშვილს კომისიასთან ერთად შეარჩიოს ინსტიტუტის ბიბლიოთეკისათვის (გამოთავისუფლებულ ქაღალდზე) ბიბლიოთეკარი. ნაბეჭდი, შტამპიანი ქაღალდი, რუსულად, ხელმოწერილი. 1919 წლის 14 აგვისტოს.
1920 წლის 12 მაისის დადგენილებით, მისდამი დაქვემდებარებული კათედრის ხარჯთაღრიცხვის ჯამი 1920 წლისთვის 5 000 მანეთს. შტამპიანი ქაღალდი, ნაბეჭდი, რუსული, ხელმოწერილი. 1920 წლის 13 მაისი.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის საბჭოს 1920 წლის 6 აპრილის დადგენილებით იგი არჩეულია შერეული კომისიის წევრად და თავმჯდომარედ. აგრეთვე თითოეული თავფურცელიდან თითო სტუდენტი. შტამპიანი ფურცელი, ნაბეჭდი, რუსული, ხელმოწერილი, 1920 წლის 14 აპრილი.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის საბჭოს 1920 წლის 24 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილებით იგი არჩეულია პროფესორთა სასამართლოს წევრად, გ. გეხტმანი თავმჯდომარედ. ნაბეჭდი, რუსული, ხელმოწერილი. 25.02.1920 წელი.
სრულიად რუსეთის მიწათმოწყობის კავშირის საწყობი თბილისში აწყობს ლაბორატორიის ინვენტარის ფასდაკლებით გაყიდვას, რის გამოც ატყობინებენ ალექსანდრე ჯავახიშვილს სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის ლაბორატორიისთვის შესაძენად შეარჩიოს აუცილებელი ინვენტარი. ნაბეჭდი, ინსტიტუტის ბლანკი, რუსული, ხელმოწერილი, 25.10.1917 წელი.
საბჭოს წევრები 8 კაცის შემადგენლობით სთხოვენ 1919 წლის 5 იანვარს (კვირას) გამოცხადდეს საბჭოს წევრების კერძო შეხვედრაზე, სადაც განიხილება 27 დეკემბრის არსებული მდგომარეობა. ნაბეჭდი, რუსული, უთარიღო, ხელმოუწერელი. მეორე გვერდზე აწერია მისამართი და ალექსანდრე ჯავახიშვილს.
სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის დეკანატი სთხოვს დაესწროს ფაკულტეტის სხდომას, მისი კანდიდატურის პროფესიის თანამდებობაზე განხილვის შესახებ. ნაბეჭდი, რუსული. ხელმოუწერელი, დაუთარიღებელი.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის საბჭოს წევრები; მიწვეული არიან სხდომაზე 1919 წლის 16 ივლისს, ასევე დღის წესრიგი ეგზავნება ჯავახიშვილს. ნაბეჭდი, თაბახის ფურცელი, რუსული, მეორე გვერდზე ჯავახიშვილის მიერ გაკეთებულია 1919 წლის პედაგოგიური მუზეუმის ხარჯთაღრიცხვა. შავი მელანი, რუსული. მისი ხელმოწერით. 17.09.1919 წელი.
სთხოვენ, დაესწროს ინსტიტუტის საბჭოს სხდომას, სადაც ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნება მისი პროფესორის თანამდებობაზე არჩევა. ნაბეჭდი, რუსული. 23.12.1919 წელი. ხელს აწერს საბჭოს მდივანი.