საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მუზეუმის ექსპონატები
ინვეტორის ნომერი
წერილი

საქართველოს გეოგრაფიული საოგადოება აცნობებს ტსუ-ს პედაგოგიურ ფაკულტეტს, გეოგრაფიული საზოგადოების კარტოგრაფიულ ნაწილს, შემუშავებული აქვს გამოსაცემად. 1. 200 200 მასშტაბის საქართველოს რუკა, 12 ფურცლიანი. მას არ შესწევს უნარი გამოსცეს შრომები. თხოვს პედაგოგიურ ფაკულტეტს ითავოს მისთვის გამოსაყენებელი შრომების გამოქვეყნება-გამოცემა. 2 გვერდი. შავი მელანი, საზოგადოების შტამპი. 1 მარტი, 1926 წელი. ხელმოწერილი, კარტოგრაფიული ნაწილის გამგის ალექსანდრე ჯავახიშვილისა.

წერილი

პროფესორი პ. მელიქიშვილი - ტფილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტს რეკომენდაციას უწევს მის არჩევას ექსტრაორდინალურ პროფესორად გეოგრაფიაში. დაწერილია 2 ფურცელზე, შავი მელანი. რუსულად. 15.12.1919 წელი.

წერილი

პ. მელიქიშვილი სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის დეკანს თხოვს განიხილოს ალექსანდრე ჯავახიშვილი ექსტრაორდინალურ პროფესორად არჩევის შესახებ. შავი მელანი, 1 ფურცელი, რუსულად. ხელმოწერილი. 13.12.1919 წელი.

წერილი

ტსუ-ს ადმინისტრაცია - სახალხო განათლების კომისარს მიმართავს თხოვნით დაეხმარნონ ალექსანდრე ჯავახიშვილს კუთვნილი ოთახის დაბრუნებაში და შეუქმნან სათანადო პირობები მუშაობისთვის. ნაბეჭდი, ქართული, ხელმოწერილი. 10.02.1923 წელი.

წერილი

ტსუ-ს ადმინისტრაცია ქალაქის კომუნალური განყოფილების გამგეს მიმართავს, დაუბრუნონ ალექსანდრე ჯავახიშვილს მისი სამუშაო ოთახი და შეუქმნან ნორმალური პირობები მუშაობისთვის. ნაბეჭდი, ქართული, ხელმოწერილი. 1923 წელი.

დელეგატის საკავშირო ბილეთი N-92

გაცემული ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელზე, სრულიად საქართველოს პირველი საორგანიზაციო-სამეცნიერო საკურორტო ყრილობის 1928 წლის 20-25 თებერვალი. სტამბურად ნაბეჭდი, ქართულად, იისფერი მელნით შევსებული.

დელეგატის ბილეთი N-128

გაცემული ჯავახიშვილის სახელზე პირველი საერთაშორისო ყრილობისა გეოგრაფიაში. 10-დან 19 აპრილამდე. 1933 წელი.

მანდატი

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელზე, მოსკოვში სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში მივლინების შესახებ გეოგრაფიული საზოგადოების მიერ. რუსული, ბეჭედდასმული, ხელმოწერილი. 1939 წლის 3 ივლისი. 

მანდატი

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელზე თსუ-ს მიერ, მისი საკვლევი ექსპედიციის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ. ქართული, ხელმოწერილი, ბეჭედდასმული. 1934 წლის 11 აგვისტო.

მანდატი

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მიერ გაცემული პროფესორ ჯავახიშვილის სახელზე, ლენინგრადში პირველ საერთაშორისო საკავშირო გეოგრაფიულ ყრილობაზე დელეგატად მივლინების შესახებ. რუსული, ხელმოწერილი, ბეჭედდასმული. 1933 წლის 5 აპრილი.

მანდატი

გაცემული ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელზე, მარქსიზმ ლუნინიზმის ინსტიტუტის მიერ. ჯავახიშვილის ზუგდიდის რაიონში ექსპედიციის ხელმძღვანელად გაგზავნის შესახებ. ნაბეჭდი, ინსტიტუტის ბლანკი, ქართული ენა. 19.07.1933 წელი.

მანდატი

გაცემულ ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელზე პედაგოგიური მეთოდური კონფერენციისა 23.06.31 წელი. კონფერენციის დღის წესრიგი, მანქანაზე ნაბეჭდი, ქართულად. შევსებული იისფერი მელნით.

მანდატი

საქართველოს მეცნიერების მუშაკთა კონფერენციის დელეგატის გაცემული ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელზე ნომერი 17. 19.01.1929 წელი. სტამბურად ნაბეჭდი ქართულ და რუსულ ენაზე. შევსებული იისფერი მელნით.

მანდატი

საქართველოს ეროვნული ყრილობის ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების მიერ გაცემული ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელზე ნომერი 136. სტამბურად ნაბეჭდი, ქართულ ენაზე, შევსებული შავი მელნით. ტფილისი 1917 წლის 19 ნოემბერი.

მოწმობა

რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ 1917 წლის საერთო კრებაზე ალექსანდრე ჯავახიშვილი აირჩიეს თავის ნამდვილ წევრად. სტამბურად ნაბეჭდი, რუსულად, ხელით შევსებული, ხელმოწერილი.

მოწმობა

მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტთან არსებულ პედაგოგიურმა საზოგადოებამ ალექსანდრე ჯავახიშვილი აირჩია ამ საზოგადოების წევრად. 1903 წლის 18 ოქტომბერი.სტამბურად ნაბეჭდი მოწმობა, ხელით შევსებული, ბეჭედდასმული.

წერილი

თსუ საბჭოს სხდომის უწყება ნომერი 24. ალექსანდრე ჯავახიშვილი მიწვეულია საბჭოს სხდომაზე, სადაც, განიხილება ლექტორებისთვის სამეცნიერო წოდების მინიჭება. ნაბეჭდი, ქართული, არასტანდარტული ფურცელი. 4 გვერდი. 29.01.1937 წელი.

წერილი

თსუ-ს ადგილკომი აჯილდოვებს ალექსანდრე ჯავახიშვილს ნაყოფიერი მუშაობისთვის პორტფელით, რექტორი ბრძანება, იისფერი მელანი, ადგილკომის შტამპი, 15.01.1938 წელი.  ხელმოწერილი.

წერილი

თსუ - ალექსანდრე ჯავახიშვილს წაიკითხოს მოხსენება ,,გეოგრაფიული მეხსიერების განვითარება საბჭოთა საქართველოში" საბჭოთა ხელისუფლების 20 წლისთავთან დაკავშირებით. ბლანკი, ნაბეჭდი, ხელმოწერილი.

წერილი

თსუ - ალექსანდრე ჯავახიშვილს აცნობებს დღის წესრიგს საბჭოს სხდომისა, რომელიც დანიშნულია 1943 წელს. თაბახის ფურცელი, ნაბეჭდი, ქართულ ენაზე, ხელმოწერილი. იისფერი მელნით მინაწერი. მისი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრობის კანდიდატად არჩევის შესახებ.