საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
შვეიცარიელი მეცნიერის, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის ერვინ ჰერმესისათვის ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოების შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქ. ჟენევის PSI ინსტიტუტის შორის სამეცნიერო კველვევის ხელშწყობისა და ახალგაზრდა ქართველ ფიზიკოსთა დახმარებისათვის შვეიცარიელი მეცნიერი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი


ერვინ ჰერმესი

 

დაჯილდოვდეს ივანე ჯავახიშვილის მედლით

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის წარდგინება

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 32

იტალიელი მოქალაქის კლაუდიო დებიაზისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-კულტურული კონტაქტების დამყარების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იტალიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის

 

კლაუდიო დებიაზი

 

მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 31

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,


დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება ( დანართი N1).


საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

 

დანართი 1

 

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება

 


1. თავი 1. ზოგადი დებულებები

 

1.1. ეს დებულება აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის (ტექსტში შემდგომ „ფაკულტეტი“) სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესს საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ" და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ტექსტში შემდგომ „თსუ“) აკადემიური საბჭოს დადგენილების „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შეს ახებ“ შესაბამისად.
2. 1.2. დოქტორანტურა წარმოადგენს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურს, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობას. დოქტორანტურის მთავარი მიზანია პროფესიული მოღვაწეობის შესაბამისი სფეროების მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრების მომზადება, რომლებსაც შესწევთ უნარი: შექმნან ახალი ცოდნა, კრიტიკულად გაანალიზონ დაგროვილი სამეცნიერო გამოცდილება და მიღებული სამეცნიერო შედეგები გაავრცელონ პუბლიკაციების მეშვეობით, ასევე სასწავლო პროცესში და პრაქტიკაში მათი დანერგვის გზით და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას შემდეგი მიმართულებებით:

 

• პოლიტიკური მეცნიერება;
• ჟურნალისტიკა;
• საერთაშორისო ურთიერთობები;
• საზოგადოებრივი გეოგრაფია;
• სოციალური სამუშაო;
• სოციოლოგია;
• ფსიქოლოგია;

 

თავი 2. დოქტორანტურის პროგრამა და კომპონენტები

 

მუხლი 2.1. სადოქტორო პროგრამა

 

სადოქტორო პროგრამას იღებს ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს თსუ აკადემიერ საბჭოს. სადოქტორო პროგრამა შეიძლება წარმოდგენილ იქნას თსუ ერთი ან რამდენიმე ფაკულტეტის მიერ.

 

მუხლი 2.2. დოქტორანტურის კომპონენტები

 

2.2.1. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3, დანარჩენი 2/3 ეთმობა კვლევას. დოქტორანტმა უნდა შეასრულოს 180 კრედიტი: სადისერტაციო თემის შესრულება და დაცვა ფასდება 120 კრედიტით, დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი - 60 კრედიტით, მათ შორის: სპეციფიური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული - 40 კრედიტით, კვლევის მეთოდები და მეთოდოლოგია - 10 კრედიტით, შესაბამისი დარგის სწავლების კურსი და პედაგოგიური პრაქტიკა - 10 კრედიტით.

 

2.2.2. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტის გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას და მასში შედის:

 

• სპეციფიური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული, რომელიც გულისხმობს სადისერტაციო თემიდან გამომდინარე სპეციალური და მომიჯნავე საგნის გაღრმავებულ შესწავლას და მთავრდება გამოცდით;
• ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული, რომელიც გულისხმობს კვლევის მეთოდოლოგიისა და მეთოდების შესწავლას, რაც ასევე მთავრდება გამოცდით;
• სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რასაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში (პროფესორის ხელმძღვანელობით ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება). ამ კომპონენტის დასრულების შემდეგ დოქტორანტი ფასდება იმ პროფესორის მიერ, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა წარმოდგენილ კურსს;
• დოქტორანტი თვითონ ირჩევს იმ სასწავლო კურსებს, რომლებიც მოცემულია დოქტორანტურის პროგრამაში.

 

2.2.3. დოქტორანტურის კვლევითი კომპონენტი მოიცავს:

 

• დისერტაციის ანუ სამეცნიერო ნაშრომის შესრულებას, ასევე სამეცნიერო სტატიების პუბლიკაციას, რომლებიც უნდა ასახავდეს თეორიულ ან/და ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს და წვლილი შეჰქონდეს მეცნიერების განვითარებაში;
• კოლოკვიუმს, რომელიც წარმოადგენს დოქტორანტის კვლევის შედეგების პრეზენტაციას, დოქტორანტის საქმიანობის სფეროში ახალი სამეცნიერო მიღწევების, პრობლემების, ლიტერატურის შეფასება-განხილვას, რასაც მოყვება სამეცნიერო დისკუსია. დოქტორანტი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მაინც გააკეთოს კოლოკვიუმზე პრეზენტაცია. თითოეული პრეზენტაცია ფასდება სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ. კოლოკვიუმის შეფასების წესს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
• დისერტაციის დაცვას ანუ თემის საჯარო პრეზენტაციას.

 

მუხლი 2.3. დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა

 

დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულების და კვლევის სავარაუდო გრაფიკი.

 

მუხლი 2.4. დოქტორანტურაში ჩაბარების ვადები.

 

დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.

 

მუხლი 2.5. დოქტორანტურის ხანგრძლივობა

 

დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.

 


თავი 3. დოქტორანტურაში მიღების წესი


მუხლი 3.1. დოქტორანტურაში მიღების წინაპირობები

 

3.1.1. დოქტორანტურაში ჩაბარების უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
3.1.2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ”საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ” 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
3.1.3. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებაზე სადისერტაციო საბჭოს დებულებით დადგენილი წესით. დოქტორანტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხელმძღვანელის შერჩევაში.
3.1.4. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა.
3.1.5. დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
3.1.6. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადგენილებით და სადოქტორო პროგრამებით შეიძლება დადგენილ იქნეს დამატებითი მოთხოვნები.
3.1.7. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
3.1.8. უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

 

მუხლი 3.2. განაცხადი

 

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს წერილობითი განაცხადი შეაქვს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

 

• განმცხადებლის ავტობიოგრაფია;
• სარეკომენდაციო წერილი;
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
• ჩარიცხვის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი იმ სადოქტორო პროგრამის მითითებით, რომელსაც შეეხება სადისერტაციო თემა. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შერჩეული თემის ზოგად დახასიათებას;
• განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში

 

. მუხლი 3.3. დოქტორანტის ხელმძღვანელი

 

3.3.1. დისერტაციის ხელმძღვანელი არის ფაკულტეტის სადისერ¬ტაციო საბჭოს წევრი, რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. დისერტაციის თანახელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის სადისერ¬ტაციო საბჭოს სხვა წევრი ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც არ არის ფაკულტეტის სადისერ¬ტაციო საბჭოს წევრი.
3.3.2. სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
3.3.3. ერთი პროფესორი ერთდროულად შეიძლება იყოს არაუმეტეს 5 დოქტორანტის ხელმძღვანელი.
3.3.4. დისერტაციის ხელმძღვანელი კონტროლს უწევს დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
3.3.5. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განცხადება უნდა წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.
3.3.6 სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ თსუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის დატოვება არ იწვევს დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე უარის თქმას, თუ თანამდებობის დატოვების შემდეგ ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში მისი მოწვევის შესახებ. ამ შემთხვევაში თსუ, დოქტორანტის ხელმძღვანელსა და დოქტორანტს შორის ხელი მოეწერება ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეების ვალდებულებების გარდა განისაზღვრება ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურების პირობები.

 

მუხლი 3.4. უნივერსიტეტის მოვალეობა დოქტორანტის წინაშე

 

თსუ უზრუნველყოფს:

• დოქტორანტის კვლევისათვის საჭირო მატერიალურ პირობებს (კომპიუტერი, ინტერნეტ-კავშირი, ბიბლიოთეკა და ა.შ.) და სათანადო სამეცნიერო გარემოს (პროფესიონალ მკვლევარებთან ურთიერთობის შესაძლებლობას);
• დოქტორანტის მონაწილეობას თსუ სასწავლო პროცესში.

 

მუხლი 3.5. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა

 

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:


• პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
• უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;
• ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

თავი 4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო


მუხლი 4.1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

 

4.1.1 ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო (ტექსტში “სადისერტაციო საბჭო”) შედგება ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები.
4.1.2. სადისერტაციო საბჭო თავის უფლებამოსილებას განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებების, ამ დებულების და სადისერტაციო საბჭოს დებულების საფუძველზე. ფაკულტეტის საბჭო იღებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს თსუ აკადემიური საბჭოს.
4.1.3. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სადისერტაციო საბჭოს სხდომებზე. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, გარდა 4.1.4 და 4.1.5 მუხლებში აღნიშნული შემთხვევებისა.
4.1.4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭიყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით. თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.
4.1.5. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით სადისერტაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საბჭოს მდივანს.
4.1.6. საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
4.1.7. საბჭოს სხდომებს იწვევს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. სადისერტაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.

 

თავი 5. დისერტაციის წარდგენა და დაცვა;

 

დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

 

მუხლი 5.1. დისერტაცია

 

5.1.1. დისერტაცია წარმოადგენს დოქტორანტის დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე შექმნილ სამეცნიერო ნაშრომს, რომელსაც საფუძვლად უდევს მოპოვებული ახალი ცოდნა და, რომელიც მოწოდებულია წვლილი შეიტანოს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში. თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი კვლევისას.
5.1.2. სადისერტაციო ნაშრომის ზომას, ფორმატს და სტილს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

 

მუხლი 5.2. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

 

ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ახორციელებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

 

მუხლი 5.3. დისერტაციის ენა


დისერტაცია უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე. სადისერტაციო საბჭოს ნებართვით დასაშვებია მისი უცხო ენაზე შესრულება. ამ შემთხვევაში დისერტანტს მოეთხოვება სადისერტაციო საბჭოს წარუდგინოს დისერტაციის შემოკლებული ქართულენოვანი ვერსია (არანაკლებ დისერტაციის მოცულობის ნახევრისა).

 

მუხლი 5.4. დისერტაციის წარდგენა

 

5.4.1. დოქტორანტი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადასცემს დისერტაციის 4 აკინძულ და 1 ელექტრონულ ეგზემპლარს. უცხოელი რეცენზენტის არსებობის შემთხვევაში, დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს სადისერტაციო ნაშრომის ელექტრონული უცხოენოვანი ვერსია. დისერტაციის უცხოენოვანი ვერსიის მოცულობას განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. დისერტაციის ქართულენოვანი და უცხოენოვანი ვერსია განთავსდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე, ხოლო უცხოენოვანი ვერსია სარეცენზიოდ ეგზავნება დისერტანტის უცხოელ შემფასებელს.
5.4.2. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა სადისერტაციო საბჭოს წარუდგინოს წერილობითი დასკვნა იმის თაობაზე, რომ იგი გაეცნო დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად.
5.4.3. დოქტორანტმა უნდა წარადგინოს ცნობა დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტის წარმატებით დამთავრების შესახებ.
5.4.4. დაცვაზე დასაშვებად დოქტორანტს უნდა ჰქონდეს:
ა) დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) მინიმუმ 3 სამეცნიერო პუბლიკაცია (მათ შორის ორ პუბლიკაციას გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება, ხოლო მინიმუმ ერთი პუბლიკაცია ქვეყნდება ქართულენოვან სამეცნიერო გამოცემაში) ან
ბ) დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) მინიმუმ 2 სამეცნიერო პუბლიკაცია (მათ შორის ერთს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება, ხოლო მინიმუმ ერთი პუბლიკაცია ქვეყნდება ქართულენოვან სამეცნიერო გამოცემაში) და წარმოდგენილ დისერტაციაზე რეცენზია, რომელსაც წერს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი შემფასებელი.
5.4.5. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შეუძლია შემოიღოს დისერეტაციის წარდგენისა და დაცვის პროცედურასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.

 

მუხლი 5.5. დისერტაციის შემფასებლები და დისერტაციის დაცვაზე დაშვების პირობები

 

5.5.1. ყოველ დისერტაციას აფასებს ფაკულტეტის სადისტერტაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული მინიმუმ ორი შემფასებელი. დისერტაციის შეფასება წერილობითი სახით ეგზავნება ან გადაეცემა ფაკულტეტის სადისტერტაციო საბჭოს. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანლის მოთხოვნით ერთი შემფასებელი შეიძლება იყოს უცხოეთის რომელიმე სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების მოქმედი ან გადამდგარი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მქონე პირი.
5.5.2. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ მათთვის დისერტაციის გადაცემიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
5.5.3. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების ან დაცვაზე უარის თქმის შესახებ.
5.5.4. თუ შემფასებლების ნახევარზე მეტი ურაყოფითად შეაფასებს დისერტაციას, დისერტაცია დაცვაზე დაშვებული არ იქნება. დისერტაციის დაცვაზე არდაშვების შემთხვევაში სადოქტორო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს უფლება ეძლევა, დამატებით იმუშაოს დისერტაციაზე და მისი შესწორებული ვერსია სადისტერტაციო საბჭოს ხელახლა წარუდგინოს არაუადრეს 1 წლისა.
5.5.5. ტექნიკური ხასიათის შენიშვნების არსებობის შემთხვევაში დასაშვებია დისერტაციის დაცვაზე დაშვება ამ შენიშვნების აღმოფხვრის დათქმით.
5.5.6. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დისერტაციის დაცვაზე დაშვების და შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაცვის თარიღიც. დისერტაციის დაცვა არ შეიძლება დაინიშნოს შეტყობინებიდან არაუადრეს 30 დღისა. სადისერტაციო საბჭო ვალდებულია დოქტორანტს გადასცეს შემფასებლების დასკვნების ასლები.
5.5.7. დისერტაციასთან დაკავშირებული მთელი დოკუმენტაცია ინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია, გაეცნოს მის დისერტაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

 

მუხლი 5.6. სადისერტაციო კომისია

 

5.6.1. დისერტაციის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში სადისერტაციო საბჭო ქმნის სადისერტაციო კომისიას. სადისერტაციო კომისია იქმნება დისერტაციის დაცვამდე არაუადრეს 30 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ ცნობილი გახდა, რომ კომისიის რომელიმე წევრს საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია დისერტაციის დაცვაზე დასწრება სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეცვალოს ის საბჭოს სხვა წევრით.
5.6.2. სადისერტაციო კომისია უნდა შედგებოდეს მეცნიერების იმ სფეროს სულ მცირე ხუთი წარმომადგენლისაგან, რომელშიც შესრულებულია დისერტაცია. სადისერტაციო კომისიის წევრთა ნახევარს მაინც შეადგენენ სადისერტაციო საბჭოს წევრები. სადისერტაციო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი, რომელიც არა არის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.
5.6.3. დისერტაციის ხელმძღვანელი და თემის შემფასებლები არ არიან სადისერტაციო კომისიის წევრები, თუმცა მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.
5.6.4. კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო პროფესორი, რომელიც არ არის მოცემული დისერტაციის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
5.6.5. სადისერტაციო კომისია უფლებამოსილია გაეცნოს დისერტაციაზე შემოსულ წერილობით გამოხმაურებებს.

 

მუხლი 5.7. დისერტაციის დაცვა

 

5.7.1. დაცვა არის საჯარო. მის მსვლელობასა და შედეგზე უნდა შედგეს საბოლოო ოქმი. დაცვა ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ 30 წუთიანი მოხსენებით თემის წარმოდგენას – პრეზენტაციას.
5.7.2. მოხსენებას მოსდევს სამეცნიერო კამათი. შემფასებლები დეტალურად განიხილავენ დისერტაციას, წარმოაჩენენ მის ძლიერ და სუსტ მხარეებს და დისერტანტთან სადისკუსიოდ გამოაქვთ საკითხები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს საჯარო დაცვაზე. სადისერტაციო კომისია დისკუსიისა და განხილვის საფუძველზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
5.7.3. დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5.7.4. დისერტაციის დაცვის რეგლამენტი განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

 

მუხლი 5.8 დისერტაციის შეფასება

 

5.8.1 დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებს ადგენს სადისერტაციო საბჭო.
5.8.2. დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე. დისერტაციისა და დაცვის შეფასებების საფუძველზე საგამოცდო კომისია იღებს საბოლოო შეფასებას.
5.8.3. საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემის მიხედვით:

 

summa cum laude - ფრიადი
magna cum laude - ძალიან კარგი
cum laude - კარგი
bene - საშუალო
rite - დამაკმაყოფილებელი
insufficienter - არადამაკმაყოფილებელი
sub omni canone - სრულიად არადამაკმაყოფილებელი


5.8.4. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუკი მას საგამოცდო კომისიის უმრავლესობა აფასებს „არადამაკმაყოფილებლით“ ან “სრულიად არადამაკმაყოფილებლით”. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარის ხმას.
5.8.5. დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
5.8.6 თუ დისერტაცია არ იქნა დაცული, დაცვის გამეორება შესაძლებელია მომდევნო 6 თვის განმავლობაში. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს უნდა წარედგინოს შედეგის გამოცხადებიდან 1 თვის განმავლობაში.
5.8.7 დისერტაციის განხილვისა და შეფასების დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

 

მუხლი 5.9. დისერტაციის გამოქვეყნება

 

5.9.1. დაცვის შემდეგ დისერტაცია უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. დისერტაციის ბეჭდური ვერსია უნდა გამოიცეს თსუ-ს გამომცემლობის მიერ, ხოლო ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე. ფაკულტეტი ვალდებულია უზრუნველყოს დისერტაციის გამოქვეყნების ტექნიკური მხარის მოგვარება.
5.9.2. აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა არ გაიცემა დისერტაციის ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებამდე.

 

მუხლი 5.10. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი

 

5.10.1. დისერტაციის დაცვის და გამოქვეყნების შემდეგ დოქტორანტს გადაეცემა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის გაცემის შემდეგ პირი უფლებამოსილია, იწოდებოდეს ფილოსოფიის დოქტორად.
5.10.2. დიპლომი შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. დიპლომს ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით. დიპლომის ასლი ინახება თსუ არქივში.
5.10.3. თუ დისერტაცია მომზადდება უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში და დაცვა განხორციელდა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ამ შემთხვევაში, მოწმობა უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ აღნიშნულ პროგრამაში.

 

მუხლი 5.11 ბათილობა

 

სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევა არის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის არგაცემის ან ჩამორთმევის საფუძველი. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

 

თავი 6. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამები

 

მუხლი 6.1. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის სტატუსი

 

6.1.1. შესაძლებელია აკადემიური ხარისხის ერთობლივი მინიჭება უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. ამ დებულებით უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამაში იგულისხმება ორ ან რამდენიმე უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სადოქტორო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეა თსუ, კერძოდ კი პოლიტიკურ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი.
6.1.2. სადოქტორო პროგრამის განხორციელება წესრიგდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სხვა უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შექმნის შესახებ.

 

მუხლი 6.2. განცხადება უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ

 

6.2.1 უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის არსებობის შემთხვევაში დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკამაყოფილებდეს ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტების დოქტორანტურაში მიღების წინაპირობებს.
6.2.2 განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.

 

მუხლი 6.3. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფორმები
უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფორმებია:

 

• ერთობლივი ხარისხის მინიჭება;
• ერთობლივი სწავლების ორგანიზება;
• თანახელმძღვანელების არსებობა.

 

მუხლი 6.4. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის დისერტაციის ხელმძღვანელი / თანახელმძღვანელები

 

6.4.1. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში დისარტაციას ხელმძღვანლად ინიშნება ამ პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი ან თანახელმძღვანელებად ინიშნებიან თითო პროფესორი ორივე უნივერსიტეტიდან.
6.4.3 დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია, დოქტორანტის თანახელმძღვანელებმა სადისერტაციო საბჭოს წარუდგინონ წერილობითი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ისისნი გაეცნენ დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად.
6.4.3. თუ უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დისერტაციის დაცვა დანიშნულია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოზე დისერტაციის საქმის წარმოება და დისერტაციის დაცვის პროცედურა წარიმართება ამ დებულებით.

 

თავი 7. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება

 

მუხლი 7.1 საპატიო დოქტორის წოდება


7.1.1. სოციალურ მეცნიერებათა სფეროში განსაკუთრებული სამეცნიერო დამსახურების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს საპატიო დოქტორის – დოცტორ ჰონორის ცაუსა (Dr.h.c.) - აკადემიური ხარისხი.
7.1.2. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე იღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

 

თავი 8. გარდამავალი დებულებები

 

მუხლი 8.1. გარდამავალი დებულებები


8.1.1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით განსაზღვრული წესით.
8.1.2 თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმის საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. მათი დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის შემდეგ. ამ სერტტიფიკასტის წარმოდგენა უნდა მოხდეს დოქტორანტურაში პირველი მიღების გამოცხადების დღიდან არაუმეტეს ორი წლის განმავლობაში. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
8.1.3. თსუ-ს ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
8.1.4. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.

 

თავი 9. დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 9.1 დებულების ძალაში შესვლა

 

ეს დებულება ძალაში შედის აკადემიური საბჭოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე.

 


დანართი 1

 

ადგილი, თარიღი

 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს

 

ბატონ ----------------------------------------------

 

0128 თბილისი,
ჭავჭავაძის გამზირი, 3.


განმცხადებლის სახელი, გვარი
მისამართი:
ტელ.:
ელ-ფოსტა:

 

განცხადება დოქტურანტურაში ჩარიცხვის შესახებ

 

ბატონო ------------------,

 

გთხოვთ ჩამრიცხოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში.

 

ჩემს მიერ შერჩეული თემაა: --------------------------------------------------------
(თემის სახელწოდება)

 

თემის ხელმძღვანელობაზე თანხმობა განაცხადა პროფესორმა

 

-----------------------------------------------------;

 

ვადასტურებ, რომ ვაკმაყოფილებ დოქტორანტურის დებულებით გათვალისწინებულ ჩარიცხვის წინაპირობებს და სრულად წარმოგიდგენთ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.


პატივისცემით,

 

სახელი, გვარი


დანართები:

 

• განმცხადებლის ავტობიოგრაფია,
• ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა,
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი,
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში, ან უარი არ ეთქვა მას სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე.

 

დანართი 2

 

ადგილი, თარიღი

 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს

 

ბატონ ----------------------------------------------

 

0128 თბილისი,
ჭავჭავაძის გამზირი, 3.


განმცხადებლის სახელი, გვარი
მისამართი:
ტელ.:
ელ-ფოსტა:


დოქტორანტის ახსნა-განმარტება

 

ბატონო ------------------,

 

ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი თემა: ---------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------
(თემის სახელწოდება)

პროფესორ --------------------------------------------------------- ხელმძღვანელობით

შევასრულე დამოუკიდებლად და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.

ჩემთვის ცნობილია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების მოთხოვნები და ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს არასწორი მონაცემების წარდგენას.

 

 

პატივისცემით,

სახელი, გვარი

სრულად

დადგენილება N: 30

„უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის N20 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად, „უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის N20 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება:

 

I. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ–ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა. (იხ. დანართი N 1).
II. გარდამავალ დებულებებს დაემატოს მე–6 პუნქტი:

 

20.6. გარდამავალი დებულებით დაწესებული შეღავათებით სარგებლობა შესაძლებელია დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებიდან 2 წლის მანძილზე.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

 

დანართი N1


Association of Language Testers in Europe ოფიციალური ვებ-გვერდი  www.alte.org
ALTE B2 მესამე დონე (აკადემიური სფერო)


მესამე დონე ითვლება გაწაფულობის საშუალო დონედ. ენის ამ დონეზე მცოდნეს უკვე უნდა შეეძლოს, თავი გაართვას ენის ძირითად სტრუქტურას და გამოიყენოს სხვადასხვა სიტუაციის შესაბამისი კომუნიკაციის სტრატეგიები. იგი ფლობს ფართო ლექსიკას. მოსმენისას და კითხვისას იგი სცილდება ფაქტობრივი ინფორმაციის ცალკეული პუნქტების გაგებას, შეუძლია განასხვავოს ძირითადი და მეორეხარისხოვანი საკითხები, ტექსტის ზოგადი თემა და სპეციფიური დეტალები. სხვადასხვა ტიპის ტექსტის წერისას მას უნდა შეეძლოს როგორც არგუმენტის ჩამოყალიბება, ასევე მოვლენების აღწერა და თხრობა. ენის ამ დონეზე მცოდნეს გარკვეულწილად თავისულად შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში ენის გამოყენება. მას განვითარებული აქვს მეტი მოქნილობა და უნარი, რომ შეძლოს მოულოდნელ სიტუაციაში რეაგირება და ნაკლებად ეყრდნობა ენის უცვლელ ნიმუშებსა და მოკლე ფრაზებს. იგი უკვე კარგად ხვდება, როგორ უნდა დაიცვას ზრდილობის ის ნორმები, რომლებიც ენობრივად არის განსაზღვრული და როგორ უნდა ისაუბროს ოფიციალურ სიტუაციაში.

 

B2 დონის გამოცდა გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ ამ დონეზე ენის მცოდნე მზად არის შეასრულოს საოფისე სამუშაო და გაიაროს არააკადემიური კურსი იმ ენაზე, რომელსაც სწავლობს (მაგალითად იმ ქვეყანაში, სადაც ამ ენაზე ლაპარაკობენ). ამ დონეზე ენის მცოდნეს უნდა შეეძლოს ენის გამოყენება სამოხელეო, სამდივნო და მენეჯრის პოზიციებზე და ზოგ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით ტურიზმში.

 

საუბარი

 

სწავლისას, ენის ამ დონეზე მცოდნეს შეუძლია დასვას შეკითხვები ლექციაზე ან პრეზენტაციისას მისთვის ნაცნობ ან პროგნოზირებად თემაზე, თუმცა გარკვეული სირთულეებით. მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სემინარსა და წვრთნებში, თუმცა ისევ და ისევ გარკვეული სირთულეებით.

 

წერა

 

ენის ამ დონეზე მცოდნეს შეუძლია შეზღუდული გამოყენებისათვის ან შემდგომი გადამუშავების მიზნით ჩაიწეროს შენიშვნები ლექციებსა და სემინარებზე, თუმცა დამატებითი დროის უქონლობის შემთხვევაში შეექმნება სირთულეები. მას შეუძლია ამოიწეროს შენიშვნები წერილობითი წყაროებიდან, თუმცა შეიძლება გამორჩეს მთავარი საკითხები. მას შეუძლია დაწეროს ესსე, რომელშიც გადმოსცემს თავის აზრს, ან დაწეროს ექპერიმენტისა ანგარიში, რომელშიც ნაჩვენები იქნება შესრულებული სამუშაოს ძირითად შინაარსი.

 

კითხვა

 

მისი კითხვის უნარი აღემატება ყოველდღიური წერილებისა და ძირითადი საგაზეთო/ჟურნალის სტატიების გაგების უნარს. მას შეუძლია გაეცნოს მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ფაქტობრივ ინფორმაციას და საკუთარი გემოვნებით შერჩეულ მხატვრულ ლიტერატურას.

 

მას შეუძლია თავი გაართვას მცირე მოცულობის მოხსენებებსა და სტატიებს პროგნოზირებად თემებზე და გაიგოს მისთვის ნაკლებად ცნობილ თემაზე სტატიის ან მოხსენების ზოგადი შინაარსი, თუმცა ინფორმაციის ბუნდოვნად გამოხატვის შემთხვევაში არასწორად გაგებაა მოსალოდნელი.

 

ამ დონეზე ენის მცოდნე არის ენაში საკმარისად გაწაფული იმისათვის, რომ დასძლიოს არააკადემიური ტრენინგები, რომლებიც სასწავლ ენაზე ტარდება.

 

ამ დონეზე ენის მცოდნეს შეუძლია დაძლიოს ლექციის, პრეზენტაციის მასალა მისთვის ნაცნობ სფეროში ან იმ შემთხვევაში, როცა კონტექსტს კარგად იცნობს, თუმცა შეიძლება შეექმნას სირთულეები აბსტრაქტული არგუმენტაციის გაგებისას.

 

მას შეუძლია წაიკითხოს მარტივი სახელმძღვანელოები და სტატიები, თუმცა არც ისე სწრაფად, რომ დასძლიოს აკადემიური კურსი.

 

მოსმენა

 

სწავლისას, მას შეუძლია გაიგოს მისთვის ნაცნობ თემაზე ლექციის ზოგადი შინაარსი.

 

 

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთათვის
ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის ცოდნის მოთხოვნის შესახებ

 

სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს გერმანული, ინგლისური ან ფრანგული ენის B2 (ALTE) დონეზე ცოდნას, ათავისუფლებს კანდიდატს ამ ენებში გამოცდისაგან. ასევე ამ ენებში გამოცდისაგან თავისუფლდებიან  კანდიდატები, რომელთაც ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის კურსი გავლილი აქვთ გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე.

 

B2 დონის შესაბამისი სერთიფიკატების და ქულების ნუსხა

 

გერმანული ენა

Goethe-Zertifikat B2 1

ინგლისური   ენა

CEFR B2

IELTS exam – 5

BEC exam and CELS exam -- Vantage

Cambridge exam – FCE

Pitman ESOL Intermediate

TOEIC –   541

TOEFL – 500 (paper-based)
173 (computer-based)
61 (internet-based)

ფრანგული ენა

Diplôme de Langue Française (DL) (AF)

Diplôme  d’ Etudes en Langue Française DELF/B2 (CIEP)

 

1 ვისაც აქვს ჩაბარებული: Zertifikat Deutsch für den Beruf , DAF, Sprachdiplom Kultusminister 2. Konferenz, ZMP, Zentrale Oberstufenprüfung, Kleines/Grosses Deutsches Sprachdiplom, DSH უნივერსიტეტებისთვის თავისუფლდება გერმანულში გამოცდისგან.

სრულად

დადგენილება N: 29

სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით

 

სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:

 

1. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს თსუ–ს სრული ან ასოცირებული პროფესორი, ან მოწვეული, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ უნდა მიიღოს აკადემიურმა საბჭომ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.


2. სამაგისტრო პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, მიმართულება და ა. შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.


3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას სამაგისტრო პროგრამის მომზადების ინსტრუქციასთან, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. სადაო საკითხების წყვეტს აკადემიური საბჭო. ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.


4. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.


5. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები გადაეცემა თსუ საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ განთავსებას თსუ ვებ-გვერდზე.


6. თსუ-ში პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, თვითშეფასების მომზადების პროცესში სისტემატურად უნდა მოხდეს სამაგისტრო პროგრამების შეფასება და სრულყოფა.


7. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება სამაგისტრო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის განხორციელება, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური საბჭოს წინაშე.


8. მაგისტრატურაში მისაღები წერითი გამოცდები გაიმართება უცხო ენასა და შესაბამის სპეციალობაში. სამაგისტრო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია დამატებით ჩატარდეს ზეპირი გამოცდაც.

 

9. სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადები:

 

- ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენის ვადაა 6 ივლისი.

- პროგრამის წარდგენის ვადა აკადემიური საბჭოსათვის - 6-14 ივლისი.

- პროგრამის განხილვა და დამტკიცება - 16 ივლისი.

- საბუთების მიღება იწარმოებს 3-12 სექტემბერს.

- მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება 24-28 სექტემბერს.

 

10. ზემოაღნიშნული წესები არ ვრცელდება ერთობლივ საერთაშორისო პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგ მაგისტრანტს ენიჭება ერთობლივი აკადემიური ხარისხი.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 28

სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
02.07.2008, № 93 დადგენილებით


სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:


1. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს თსუ–ს სრული ან ასოცირებული პროფესორი, ან მოწვეული, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ უნდა მიიღოს აკადემიურმა საბჭომ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

 

2. სამაგისტრო პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, მიმართულება და ა. შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

 

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას სამაგისტრო პროგრამის მომზადების ინსტრუქციასთან, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. სადაო საკითხების წყვეტს აკადემიური საბჭო. ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.

 

4. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
შეჩერდეს თსუ აკადემიური საბჭოს 2007 წლის 18 ივნისის #28 დადგენილების მე-4 პუნქტი ფაკულტეტების საბჭოების უფლებამოსილების ცნობამდე. (02.07.2008, № 93)
ფაკულტეტებზე სამაგისტრო პროგრამების დამტკიცება მოხდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:
ა) ფაკულტეტებზე სამაგისტრო პროგრამები განხილულ იქნეს ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების გაერთიანებულ სხდომაზე. დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს.
ბ) სრული და ასოცირებული პროფესორების გაერთიანებული სხდომა უფლებამოსილია განიხილოს პროგრამა და მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების ნახევარზე მეტი.
გ) პროგრამა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა ნახევარზე მეტი.


5. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები გადაეცემა თსუ საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ განთავსებას თსუ ვებ-გვერდზე. (02.07.2008, № 93)


6. თსუ-ში პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, თვითშეფასების მომზადების პროცესში სისტემატურად უნდა მოხდეს სამაგისტრო პროგრამების შეფასება და სრულყოფა.


 
7. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება სამაგისტრო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის განხორციელება, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური საბჭოს წინაშე.

 

8. მაგისტრატურაში მისაღები წერითი გამოცდები გაიმართება უცხო ენასა და შესაბამის სპეციალობაში. სამაგისტრო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია დამატებით ჩატარდეს ზეპირი გამოცდაც.

 

9. სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადები:


- ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენის ვადაა 6 ივლისი.
- პროგრამის წარდგენის ვადა აკადემიური საბჭოსათვის - 6-14 ივლისი.
- პროგრამის განხილვა და დამტკიცება - 16 ივლისი.
- საბუთების მიღება იწარმოებს 3-12 სექტემბერს.
- მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება 24-28 სექტემბერს.

 

10. ზემოაღნიშნული წესები არ ვრცელდება ერთობლივ საერთაშორისო პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგ მაგისტრანტს ენიჭება ერთობლივი აკადემიური ხარისხი.

 

 
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 28

2007-2008 სასწავლო წლის დაწყებისა და სასწავლო პროცესის დარეგულირების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 2008 სასწავლო წელს სასწავლო პროცესი წარიმართოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

 

ა) 2007–2008 სასწავლო წელი დაიწყოს 2007 წლის 1 ოქტომბერს;
ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები დამთავრდეს 2008 წლის 18 იანვარს;
გ) 2008 წლის 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით გამოცხადდეს საშობაო არდადეგები;
დ) ზამთრის საგამოცდო სესია ჩატარდეს 2008 წლის 21 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით;
ე) სემესტრებს შორის არდადეგები გამოცხადდეს 2008 წლის 10 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით;
ვ) 2007–2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი დაიწყოს 2008 წლის 3 მარტს და დამთავრდეს 14 ივნისს;
ზ) ზაფხულის საგამოცდო სესია ჩატარდეს 2008 წლის 16 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით;
თ) სააუდიტორიო მეცადინეობები ჩატარდეს ყოველდღე კვირის გარდა. ლექციები დაიწყოს 8 საათსა და 30 წუთზე;
ი) აკადემიური საათი განისაზღვროს 50 წთ–ით, ხოლო მეცადინეობებს შორის შუალედი –10 წთ–ით.

 

2. 2007–2008 სასწავლო წლის I სემესტრში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით ბაკალავრიატის სტუდენტებმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია გაიარონ 2007 წლის 1 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია – 3 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით.

 

3. 2007–2008 სასწავლო წლის II სემესტრში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით ბაკალავრიატის სტუდენტებმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია გაიარონ 2008 წლის 11 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია – 11 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით

 

4. სტუდენტებს, რომლებიც ამ ბრძანების მეორე და მესამე პუნქტით დადგენილ ვადებში არ გაივლიან რეგისტრაციას, შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი.

 

5. სტუდენტს, რომლსაც ზედიზედ 3 სემესტრში არასაპატიო მიზეზით არ გაუვლიათ რეგისტრაცია, შეუწყდება სტუდენტის სტატუსი. სტუდენტის სტატუსის აღდგენის საკითხი წესრიგდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანების მოვალეობის შემსრულებლებს (რ. ბოჭორიშვილი, დ. თვალთვაძე, ი.სალუქვაძე, ჯ.ჯანჯღავა, დ. კერესელიძე, ა. ცისკარიძე) დაიცვან ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და უზრუნველყონ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის რეგისტრაციის ვადების ინდივიდუალურად გაცნობა.


7. დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი" და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.


8. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს აკადემიური საბჭოს თვმჯდომარემ.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 27

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით ასისტენტ- პროფესორთა ღია კონკურსით შერჩევა ხორციელდება შემდეგი წესით:


1. თსუ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის და სულ მცირე 3 წევრის შემადგენლობით.
2. საკონკურსო კომისიას ქმნის თსუ აკადემიური საბჭო შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატებისაგან შერჩევის გზით. წარმოდგენილი კანდიდატების ოდენობა უნდა იყოს კომისიის წევრთა დადგენილი ოდენობაზე ორჯერ მეტი.
3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, მდივნის და წევრების შერჩევა ხორციელდება თსუ აკადემიური საბჭოს მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით.
4. თსუ აკადემიური საბჭო უფლებამოსილია საკონკურო კომისიის წევრად აირჩიოს ისეთი პირი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი ფაკულტეტის საბჭოს მიერ. საკონკურსო კომისიაში აღნიშნული წესით დანიშნული წევრების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის ნახევარს.
5. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია შექმნას სპეციალური საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეიობას გადაწყვეტილების მიღებაში.
6. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც.
7. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
8. თსუ ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი ან თსუ დოქტორანტურის სტუდენტი.
9. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ. სამოტივაციო წერილი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) დიპლომისა და დანართის ასლი;
ე) სამეცნიერო ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) რეკომენდაცია
10. თსუ ასისტენტ-პროფესორთა შესარჩევი კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ხორციელდება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
11. კონკურსის მეორე ეტაპზე ხორციელდება კონკურსანტთა გასაუბრება. გასაუბრების მიზანია დაადგინოს კონკურსანტის პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან.
12. კონკურსანტთა დოკუმენტაციისა და ზეპირი გასაუბრების შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება საკონკურსო კომისიის რეგლამენტით 1 დანართით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
13. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს რექტორი ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე.
14. ასისტენტ-პროფესორის ვაკანტურ აკადემურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება საბუთების მიღებამდე არაუგვიანეს ერთი და კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები უნდა გამოქვეყნდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტში” და განთავსდეს თსუ ელექტრონულ გვერდზე.


 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

 


დანართი 1

 

ზეპირი გასაუბრების კრიტერიუმები
გადმოცემის უნარი
ლოგიკური აზროვნების უნარი
ქცევის, მეტყველების მანერა

 

გადმოცემის უნარი – კონკურსანტი ახდენს თუ არა თემის ცოდნის დემონსტრირებას, საუბარი არის თუ არა დამაჯერებელი, პრეზენტაცია არის თუ არა საინტერესო.

 

ლოგიკური აზროვნების უნარი – საუბარი შედგება თუ არა ლოგიკურად ერთმანეთთან კავშირში მყოფი თემებისაგან, არის თუ არა საუბრის თემა ნათლად წარმოდგენილი, საუბარს აქვს თუ არა დასკვნითი ნაწილი.

 

ქცევის, მეტყველების მანერა – არის თუ არა საუბარი გრამატიკულად გამართული. იყენებს თუ არა აკადემიურ ლექსიკას, სახის მეტყველება შეესაბამება თუ არა საუბრის თემას. კონკურსანტი ხომ არ არის დაძაბული. საუბარი მიმდინარეობს თუ არა მეგობრულ ატმოსფეროში. როგორია აუდიტორიასთან კონტაქტი.


ავტობიოგრაფიის შეფასების კრიტერიუმები

უცხოეთში სწავლის ან სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება
ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა
საქართველოში და საზღვარგარეთ პუბლიკაციები

მოტივაციის დამაჯერებლობა

 

სრული პროფესორის (მიმართულების ხელმძღვანელის) რეკომენდაცია

 

შეფასების სისტემა

ძალიან კარგი – 5
კარგი – 4
საშუალო – 3
დამაკმაყოფილებელი – 2
არადამაკმაყოფილებელი – 0-1

 

სრულად

დადგენილება N: 26

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია
აკადემიური საბჭოს
26.09.2007, №45 დადგენილებით


 
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით ასისტენტ- პროფესორთა ღია კონკურსით შერჩევა ხორციელდება შემდეგი წესით:


1. თსუ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის და სულ მცირე 3 წევრის შემადგენლობით.
2. საკონკურსო კომისიას ქმნის თსუ აკადემიური საბჭო შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატებისაგან შერჩევის გზით. წარმოდგენილი კანდიდატების ოდენობა უნდა იყოს კომისიის წევრთა დადგენილი ოდენობაზე ორჯერ მეტი.
3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, მდივნის და წევრების შერჩევა ხორციელდება თსუ აკადემიური საბჭოს მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით.
4. თსუ აკადემიური საბჭო უფლებამოსილია საკონკურო კომისიის წევრად აირჩიოს ისეთი პირი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი ფაკულტეტის საბჭოს მიერ. საკონკურსო კომისიაში აღნიშნული წესით დანიშნული წევრების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის ნახევარს.
5. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია შექმნას სპეციალური საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეიობას გადაწყვეტილების მიღებაში.
6. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც.
7. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
8. თსუ ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი. (26.09.2007, №45)
9. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ. სამოტივაციო წერილი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) დიპლომისა და დანართის ასლი;
ე) სამეცნიერო ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) რეკომენდაცია
10. თსუ ასისტენტ-პროფესორთა შესარჩევი კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ხორციელდება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
11. კონკურსის მეორე ეტაპზე ხორციელდება კონკურსანტთა გასაუბრება. გასაუბრების მიზანია დაადგინოს კონკურსანტის პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან.
12. კონკურსანტთა დოკუმენტაციისა და ზეპირი გასაუბრების შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება საკონკურსო კომისიის რეგლამენტით 1 დანართით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
13. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს რექტორი ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე.
14. ასისტენტ-პროფესორის ვაკანტურ აკადემურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება საბუთების მიღებამდე არაუგვიანეს ერთი და კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები უნდა გამოქვეყნდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტში” და განთავსდეს თსუ ელექტრონულ გვერდზე.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 26

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პროექტის განხილვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად,

 

1. მოწონებულ იქნეს აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული უნივერსიტეტის წესდების პროექტი შემდეგი შენიშვნებით:


ა) 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


1. ფაკულტეტის დეკანის არჩევისა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
2. სათანადო წესით რეგისტრირებულმა კანდიდატმა აკადემიურ საბჭოს უნდა წარუდგინოს ავტობიოგრაფია და ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.
3. ფაკულტეტის დეკანის არჩევნებზე დაიშვება ის კანდიდატი/კანდიდატები, რომელსაც მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

 

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


3. უნივერსიტეტის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომის მონაწილეთა უმრავლესობით.
 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 25

პოლონელი მეცნიერის, დოქტორ იან ბრაუნისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

ქართველოლოგიაში, კავკასიოლოგიასა და ბასკოლოგიაში გაწეული ღვაწლისათვის, საქართველოსა და პოლონეთს შორის სამეცნიერო- კულტურული კონტაქტების დამყარების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლონეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის


დოქტორ იან ბრაუნს

 

მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება


საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის წარდგინება
 

 

გიორგი ხუბუა

რექტორი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 24

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.10.2011, №108/2011 დადგენილებით

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაცის საბჭოს დებულება (დანართი 1)

 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება

 

I. ზოგადი დებულებები

 

1. მიზანი


1.1. ეს დებულება აწესრიგებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ პროცედურას `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1.2. დოქტორანტურის მიზანია: სადოქტორო პროგრამების საფუძველზე დოქტორანტის ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოება, ქვეყანაში სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, დოქტორანტის ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში.

 

2. დოქტორანტურა


2.1. დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრების მომზადებას და მთავრდება ფილოსოფიის დოქტორის – Ph.D. აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
2.2. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტს.
2.3. დოქტორანტი არის პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში.
2.4. დოქტორი – უმაღლესი აკადემიური ხარისხია, რომელიც დოქტორანტურის კურსდამთავრებულს ენიჭება დისერტაციის დაცვის შემდეგ.


II. დოქტორანტურაში მიღების წესი

 

3. დოქტორანტურაში სწავლის უფლება


3.1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
3.2. `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულს.

 

4. დოქტორანტურაში მიღების პირობები


4.1. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებას სადისერტაციო საბჭოს მიერ დადგენილი კომისიის წინაშე.
4.2. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) არანაკლებ ჩ1 დონეზე ცოდნა.
4.3. დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
4.4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს.
4.5. უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ჩარიცხვიდან ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

 

5. განაცხადი


დოქტორანტურაში ჩარიცხვისათვის დოქტორანტობის კანდიდატი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განაცხადს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
• ავტობიოგრაფია CV;
• დიპლომის დამოწმებული ასლი;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ასლთან ერთად;
• სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

 

6. სამეცნიერო ხელმძღვანელი


6.1. ფაკულტეტი უზრუნველყოფს დოქტორანტს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს.
დოქტორანტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხელმძღვანელის შერჩევაში.
6.2.სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემის პრობლემატიკაზე სამეცნიერო კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
6.3. სამეცნიერო ხელმძღვანელს შეუძლია უხელმძღვანელოს ერთდროულად არა უმეტეს სამი დოქტორანტისა, რაც აისახება მის სალექციო და კვლევით დატვირთვაში.
6.4. სამეცნიერო ხელმძღვანელი კონტროლს უწევს დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
6.5. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე, იგი ვალდებულია ამის შესახებ დასაბუთებული განცხადება წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.


III. დოქტორანტურაში სწავლა

 

7. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა და ჩაბარების ვადები


7.1. დოქტორანტს მოეთხოვება კურიკულუმის ელემენტების შესრულება, რაც იძლევა ფუნდამენტური კონცეფციების ცოდნას და უნარ-ჩვევების განვითარებას.
7.2. დოქტორანტმა სწავლის და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტისა. დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.
7.3. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3 (60 კრედიტი), დანარჩენი 2/3 (120 კრედიტი) ეთმობა კვლევას.
7.4. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის სემესტრისათვის.

 

8. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები


8.1. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას.
8.2. სადოქტორო პროგრამის კურიკულუმს შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
კურიკულუმი მოიცავს:
• სპეციფიკური დარგობრივი კურსებისაგან შემდგარ მოდულს;
• ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელ საფაკულტეტო მოდულს ან ცალკეულ კურსებს (კვლევის მეთოდებსა და ხერხებს);
• სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსს, რომელსაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში.
შემოთავაზებულ მოდულებში დოქტორანტს შეუძლია აირჩიოს საკვლევი თემის შესაბამისი კურსები.
8.3. დოქტორანტის კვლევის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა და კვლევის გრაფიკი.

 

9. დოქტორანტის კოლოკვიუმი


9.1. დოქტორანტურაში სწავლის აუცილებელი ნაწილია დოქტორანტის კოლოკვიუმი. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, მიღწევებისა და პრობლემების განხილვა.
9.2. დოქტორანტი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მაინც წარდგეს კოლოკვიუმზე მოხსენებით.

 

10. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა


ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორანტს შეიძლება დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:

• პლაგიატობის ან მონაცემების გაყალბების დადასტურებისას;
• უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას.

 

IV. სადისერტაციო საბჭო

 

11. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
12. სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.
13. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები, უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით;
14. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, ფარული კენჭისყრით, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე თავმჯდომარე ზედიზედ შესაძლებელია არჩეულ იქნეს 2-ჯერ. თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი;
15. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში, საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს.

 

17. სადისერტაციო საბჭოს სხდომები და ფუნქციები


17.1. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა 2/3. გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით;
17.2. სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
17.3. სადისერტაციო საბჭო:

• იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტურაში მიღების, სადისერტაციო თემისა და ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ;
• ნიშნავს შემფასებლებს და განსაზღვრავს დისერტაციის დაცვის თარიღს;
• განსაზღვრავს სადისერტაციო ნაშრომის ზღვრულ მოცულობას, სავარაუდო ფორმატს და სხვა ტექნიკურ მონაცემებს;
• ამტკიცებს სადისერტაციო კომისიას;
• სადისერტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს;

 

18. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე:


• იწვევს და უძღვება სადისერტაციო საბჭოს სხდომებს სემესტრში ერთხელ მაინც;
• საბჭოს შემადგენლობიდან განსაზღვრავს სადისერტაციო კომისიას;
• უზრუნველყოფს დოქტორანტებისათვის კოლოკვიუმების ორგანიზებას ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით;
• უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

 

19. სადისერტაციო საბჭოს მდივანი


19.1. სადისერტაციო საბჭოს მდივანს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.
19.2. მდივანი უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას:
• აწარმოებს სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმებს, უნივერსიტეტში საქმის წარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
• ეხმარება თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
• ხელმძღვანელობს საბჭოს არქივსა და საქმის წარმოებას;
• კონსულტაციას უწევს და ეხმარება დოქტორანტებს დისერტაციის დაცვამდე და დაცვის შემდგომ სათანადო დოკუმენტაციის მომზადებაში.


V. დისერტაცია და მისი დაცვის პროცედურა

 

20. დისერტაცია


20.1. დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს, ახასიათებდეს მეცნიერული სიახლე და წვლილი შეჰქონდეს დარგის განვითარებაში. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი კვლევაში.
20.2. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
სადისერტაციო ნაშრომის ზღვრული მოცულობა - 180-200 გვ (არაუმეტეს 400 000 ასო-ნიშანი)., დასკვნა – 10-12 გვ.; ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა - A/4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა – Aცადნუსხ-ი; სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ., მარჯვნიდან – 1 სმ., ზემოდან – 2,5 სმ., ქვემოდან – 2,5 სმ.

 

21. დისერტაციის წარდგენა


21.1. დოქტორანტი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს დისერტაციის ბეჭდურ (4 აკინძულ ეგზემპლარს) და ელექტრონულ ვერსიებს.
21.2. დისერტაციას თან ერთვის დოქტორანტის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ ნაშრომი მის მიერაა შესრულებული და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.
21.3. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვისათვის მზადყოფნის შესახებ დასკვნას.
21.4 დისერტაციის დაცვამდე, დისერტანტს დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი სამეცნიერო პუბლიკაცია, რეცენზირებად ჟურნალებში, რომელთაგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ექსპერტიზა. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაცვის პროცესში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი შემფასებლის ჩართვისას, დისერტანტს მოეთხოვება ორი სტატიის გამოქვეყნება, მათ შორის ერთის - საერთაშორისო ექსპერტიზა. ექსპერტიზას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.
21.5. რეცენზირებადი ჟურნალების ნუსხას ადგენს სადისერტაციო საბჭო.

 

22. დისერტაციის წინასწარი შეფასება


22.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ, სადისერტაციო საბჭო დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს მინიმუმ ორ გარე შემფასებელს.
22.2. დისერტაციის შეფასება წარმოებს შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ შემფასებლების ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, იგი დაცვაზე არ დაიშვება.
22.3. ორი შემფასებლიდან ერთის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სადისერტაციო საბჭო 10 დღის ვადაში გამოყოფს მესამე გარე შემფასებელს.
22.4. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა. მესამე შემფასებლის დანიშვნის შემთხვევაში, მას ნაშრომის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე.
22.5. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების, ან დაცვაზე უარის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში, დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების პირობით.
22.6. შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის დისერტაციის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი 1 წლის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე აღარ დაიშვება.
22.7. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებული უნდა იქნეს დაცვის თარიღი.
შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს დაცვისათვის მოსამზადებლად ეძლევა არანაკლებ 1 თვისა. დოქტორანტს უფლება აქვს გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს.
22.8. დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფითი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები ინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია გაეცნოს ამ დოკუმენტებს.

 

23. სადისერტაციო კომისია


23.1. სადისერტაციო საბჭო დისერტაციის დაცვის წინ ქმნის სადისერტაციო კომისიას.
23.2. კომისია შედგება მინიმუმ ხუთი წევრისაგან (ზოგადად, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კენტი რიცხვით), რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
23.3. ხელმძღვანელს და შემფასებლებს აქვთ კომისიაში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება.

 

24. დისერტაციის დაცვა


24.1. დისერტაციის დაცვა არის საჯარო.
24.2. დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
24.3. დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, მეცნიერულ დისკუსიას და სადისერტაციო კომისიის დასკვნას.
24.4. სადისერტაციო საბჭოს მიერ თითოეული კომისიისათვის ერთ დღეს შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს ორი დაცვისა.

 

25. დისერტაციის შეფასება


25.1. დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

• საკვლევი თემის აქტუალობა;
• კვლევის მეთოდების გამოყენების სათანადო დონე; კვლევის საგანთან და ობიექტთან მათი შესაბამისობა;
• მეცნიერების მოცემული დარგის განვითარებაში დისერტანტის მიერ შეტანილი წვლილი;
• მიღებული შედეგების პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობების დასაბუთება;

25.2. დისერტაციის დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის დახურულ სხდომაზე ღია კენჭისყრით, რაზეც დგება ოქმი.
25.3. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუ მას სადისერტაციო კომისიის უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმას, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობს სადისერტაციო კომისიას.
25.4 დისერტაციის შეფასებისას ხელმძღვანელის და გარეშემფასებლების შეფასება განისაზღვრება 2/3-ით, კომისიისა – 1/3-ით.

25.4. საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემით:

 

summa cum laude – ფრიადი;

magna cum laude – ძალიან კარგი;

cum laude – კარგი;

bene – საშუალო;

rite – დამაკმაყოფილებელი;

insufficienter - არადამაკმაყოფილებელი;

sub omni canone – სრულიად არადამაკმაყოფილებელი;

 

25.5. სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე, დოქტორანტს კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ოქმიდან ამონარიდის სახით, აცნობს ზეპირად.
25.6. სადისერტაციო კომისიის მიერ, დისერტაციის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში, განმეორებითი დაცვა დასაშვებია ერთი წლის განმავლობაში.
25.7. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ, სადისერტაციო საბჭოს წარედგინება შედეგის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

26. ხარისხის მინიჭება


26.1. დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
26.2. დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ, არაუგვიანეს ერთი თვისა.
26.3. დიპლომი შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. დიპლომს ხელს აწერს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის რექტორი და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით.
26.4. დიპლომის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.

 

27. დისერტაციის გამოქვეყნება


დოქტორანტი ვალდებულია დისერტაციის დაცვის შემდეგ, სამი თვის ვადაში, გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე არ გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.

 

28. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა


დოქტორის აკადემიური ხარისხი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის, სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენის შემთხვევაში.

 

VI. დოქტორანტურა პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით

 

29. შეთანხმება სადოქტორო პროგრამების განხორციელებაზე


სადოქტორო პროგრამის განხორციელება, პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით, წესრიგდება ამ უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ.

 

30. განცხადება დოქტორანტურაში დაშვების შესახებ


30.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წინაპირობებს.
30.2. განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად, უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.

 

31. დოქტორანტის ხელმძღვანელი


31.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში, დისერტაციას ერთობლივად უნდა უხელმძღვანელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა. აუცილებელია ორივე ხელმძღვანელის დასკვნა და დისერტაციის დაცვაზე ერთ-ერთის დასწრება მაინც.
31.2. თუ სადისერტაციო საქმის წარმოება უპირატესად პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, გამოიყენება პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულების პირობები.

 

32. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი


დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ის უნივერსიტეტი, სადაც განხორციელდა დისერტაციის დაცვა პარტნიორი უნივერსიტეტების მითითებით.

 

33. დისერტაციის წარმოდგენისა და დაცვის ენა


დისერტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულად და პარტნიორი უნივერსიტეტის სამუშაო ენაზე. იგივე წესი ვრცელდება დაცვასთან დაკავშირებით.

 

VII. დაფინანსება


34. დოქტორანტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო გრანტის, საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედების და თვითდაფინანსების ფორმით.

 

VIII. გარდამავალი დებულებები


35. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
36. უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმის საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისაგან. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი სტატიიდან - ორმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება.
37. უნივერსიტეტის ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ Dდისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ ამ დებულებით დადგენილი წესით.
38. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც უნივერსიტეტს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის 35-ე მუხლის შესაბამისად.

 


დანართი 1


ადგილი, თარიღი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს,
ბატონ/ქალბატონ _______________________

0128 თბილისი,
უნივერსიტეტის ქ. 1.
განმცხადებელი ____________________________
(სახელი, გვარი)
მისამართი __________________________________________

ტელ.:
ელ-ფოსტა:

განცხადება დოქტორანტურაში მიღების შესახებ
ბატონ/ქალბატონ _______________________ ,

გთხოვთ მიმიღოთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურაში.
ჩემს მიერ შერჩეული თემაა _______________________________________________________
(თემის სახელწოდება)
თემის ხელმძღვანელობაზე თანხმობა განაცხადა პროფესორმა _______________________________
(სახელი, გვარი)
ვადასტურებ, რომ ვაკმაყოფილებ დოქტორანტურის დებულებით გათვალისწინებულ მიღების პირობებს და სრულად წარმოგიდგენთ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებს.
პატივისცემით, ____________________________
(სახელი, გვარი)
 

დანართები:
ავტობიოგრაფია CV;
დიპლომის დამოწმებული ასლი;
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ასლთან ერთად;
სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

სრულად

დადგენილება N: 23

“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის № 20 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის №20 დადგენილებაში შეტანილ იქნეს დამატებები:

 

I. დადგენილების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს:

 

1. სტატიების საერთაშორისო რეცენზირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი სტატიის წარმოდგენიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში. სამი თვის გასვლის შემდეგ რეცენზიის (დადებითის ან უარყოფითის) მიუღებლობა არ ჩაითვლება დისერტაციის დაცვის პროცედურების შემაფერხებელ გარემოებად.
2. დოქტორანტი თავისუფლდება სემესტრული რეგისტრაციისა და სწავლის ქირის გადასახადისაგან სადისერტაციო ნაშრომის სადისერტაციო საბჭოში წარდგენის მომენტიდან. დისერტაციის წარდგენა დასაშვებია საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიების წარმოდგენამდე ან წარმოდგენილ სტატიებზე საერთაშორსიო რეცენზიის მიღებამდე. უარყოფითი რეცენზირების მიღების შემთხვევაში დოქტორანტმა უნდა გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია მომდევნო სემესტრიდან. სტატიების (ან სტატიის) ხელახლა წარმოდგენა ათავისუფლებს მას სემესტრული რეგისტრაციისაგან.

 

II. დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. მუხლი 12 - დისერტაციის წინასწარი შეფასება

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 22

ესტონეთის პრეზიდენტ ტოომას ენდრიხ ილვევისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

ქართულ-ესტონური ურთიერთობების განმტკიცების, ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობის, სამეცნიერო-კულტურული კონტაქტების დამყარების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ესტონეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის

 

ესტონეთის პრეზიდენტს ტოომას ენდრიხ ილვესს

 

მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 23/1

დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

2011 წლის 16 მარტის №27/2011 დადგენილებით

 

I.    ზოგადი დებულებანი

 

1.    მიზანი

 

1) ეს დადგენილება აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისთვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2)  დოქტორანტურის მიზანია სადოქტორო პროგრამების საფუძველზე დოქტორანტის ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოვება, ქვეყანაში სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართვა, ახალი ცოდნის შექმნისა და დანერგვისთვის ხელის შეწყობა.

 

2.    დოქტორანტურა


1) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური,   სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. 
2) სადოქტორო პროგრამას წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთი ან რამდენიმე ფაკულტეტი და ამტკიცებს თსუ-ს აკადემიური საბჭო.
3) დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.

 

II. დოქტორანტურაში მიღების წესი 

 

3. დოქტორანტურაში სწავლის უფლება

 

1) დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
2) დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება, მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს „საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“ 50-ე  მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.


4. დოქტორანტურაში მიღების პირობები 

 

1) დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებაზე სადისერტაციო საბჭოს დებულებით დადგენილი წესით. დოქტორანტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხემძღვანელის შერჩევაში.
2) დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სემეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ C1 დონეზე ცოდნა.
3) დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
4) ფაკულტეტის დებულებით და სადოქტორო პროგრამებით შეიძლება დადგენილ იქნეს დამატებითი მოთხოვნები.
5) ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის  შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტს.
6) უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ  თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.


 
5. სამეცნიერო ხელმძღვანელი 

 

1)    სამეცნიერო ხელძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
2)    სამეცნიერო ხელმძღვანელის სალექციო და კვლევითი დატვირთვიდან გამომდინარეობს, თუ რამდენ დოქტორანტს შეუძლია უხელმძღვანელოს. 
3)    დისერტაციის ხელძღვანელი კონტროლს უწევს ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
4)    იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განცხადება უნდა წარუდგინოს  სადისერტაციო საბჭოს.

 

III. დოქტორანტურაში სწავლა

 

6.    დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა და ჩატარების ვადები

 

1) დოქტორანტმა სწავლის და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტისა. დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი. 
2)   დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3, დანარჩენი 2/3 ეთმობა კვლევას. 
3)    დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.


7.    დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა

 

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება, დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
ა) პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
ბ) უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;
გ) ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

8.    დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი

 

1) დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას.
2) სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმას შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

სასწავლო გეგმაში აუცილებლად შედის:

სპეციფიკური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული;

ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული ან ცალკეული კურსები (კვლევის მეთოდები და ხერხები);

სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რომელსაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში.

შემოთავაზებულ მოდულებში დოქტორანტს შეუძლია, აირჩიოს მისი კვლევისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი კურსები.

3) დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულების და კვლევის სავარაუდო გრაფიკი.

 

9.    დოქტორანტების კოლოკვიუმი

 

1)  დოქტორანტურაში სწავლის აუცილებელი ნაწილია დოქტორანტების კოლოკვიუმი. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის, მიღწევების და პრობლემების განხილვა.
2)  კოლოკვიუმების სიხშირეს წყვეტს ფაკულტეტი. დოქტორანტი ვალდებულია, წელიწადში ორჯერ მაინც წარდგეს სემინარზე მოხსენებით. 

 

10.    დისერტაცია

 

1)   დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს, ახასიათებდეს მეცნიერული სიახლე და წვლილი შეჰქონდეს დარგის განვითარებაში. თუ დოქტორანტი კლვევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი კვლევისას.
2) დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
3) ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში სადისერტაციო კვლევის ძირითადი შედეგები წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. 
4) სადისერტაციო ნაშრომის ზომას, ფორმატს და სტილს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
5)  დაცვის შემდეგ დისერტაცია უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. ფაკულტეტი განსაზღვრავს გამოქვეყნების ვადებს და მექანიზმს. 

 

11.    დისერტაციის წარდგენა

 

1)    დოქტორანტი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს დისერტაციის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს.
2) დისეტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია, დოქტორანტის სამეცნიერო ხელძღვანელმა სადისეტაციო საბჭოს წარუდგინოს დასკვნა, იმის თაობაზე, რომ იგი გაეცნო დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად. 
3) დისერტაციის დაცვამდე დისერტანტს დისერტაციის სფეროში გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი სამეცნიერო პუბლიკაცია რეცენზირებად ჟურნალებში. მათგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება. თუ სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულია დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი შემფასებლის ჩართვა, ამ შემთვევაში მოეთხოვება ორი სტატია, მათგან ერთისთვის საერთაშორისო რეცენზირება. 
4) ფაკულტეტის დებულებით შეიძლება, განსაზღვრული იყოს დისერტაციის წარდგენასთან დაკავშირებული დამატებითი  მოთხოვნები. 

 

12.    დისერტაციის შეფასება

 

1) დისერტაციის წარდგენის შემდეგ სადისერტაციო საბჭო დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს მინიმუმ ორ შემფასებელს. 
2)  თუ შემფასებლების ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, დისერტაცია დაცვაზე დაშვებული არ იქნება. 
3) თუ დისერტაცია არ იქნება დაშვებული დაცვაზე, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს უფლება ეძლევა, დამატებით იმუშაოს დისერტაციაზე.
4)  დისერტაციის განხილვისა და შეფასების დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

 

13.    სადისერტაციო კომისია

 

1)    სადისერტაციო საბჭო დისერტაციის დაცვის წინ ქმნის სადისერტაციო კომისიას.
2)    კომისია შედგება მინიმუმ სამი წევრისაგან, რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
3)    კომისიის არჩევის წესს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება.


14.    დისერტაციის დაცვა

 

1)   დისერტაციის დაცვა არის საჯარო.
2) დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3)  დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, სამეცნიერო კამათს და სადისერტაციო კომისიის დასკვნას.
4)   დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება.

 

15.    დისერტაციის შეფასება

 

1)    დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებს ადგენს სადისერტაციო საბჭო.
2)    საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემის მიხედვით:


summa cum laude - ფრიადი
magna cum laude - ძალიან კარგი
cum laude -კარგი
bene - საშუალო
rite - დამაკმაყოფილებელი
insufficienter - არადამაკმაყოფილებელი
sub omni canone -  სრულიად არადამაკმაყოფილებელი

 

16.    ხარისხის მინიჭება

 

1)    დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
2)    დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ.
3)    დიპლომს ხელს აწერს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის რექტორი.
4)    მოწმობის ასლი ინახება თსუ-ს არქივში.


17.    დისერტაციის გამოქვეყნება


დოქტორანტი ვალდებულია, დისერტაციის დაცვის შემდეგ ფაკულტეტის მიერ დადგენილ ვადაში გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით.
წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არ გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.


18.    დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა

 

დოქტორის აკადემიური ხარისხი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში. 

 

19.    დაფინანსება


დოქტორანტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო გრანტის, საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედების და თვითდაფინანსების ფორმით.

 

20.    გარდამავალი დებულებები

 

1)   დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით განსაზღვრული წესით.
2)   თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმ საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი სტატიიდან ორმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება. ფაკულტეტის დებულებით შეიძლება გათვალისწინებულ იყოს დამატებითი მოთხოვნები.
3) უკვე ჩარიცხული დოქტორანტები, რომელთაც დისერტაცია აქვთ წარდგენილი დასაცავად, წარმოადგენენ გამოქვეყნებულ სტატიას საერთაშორისო რეცენზირებისათვის. საერთაშორისო რეცენზირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.
4) თსუ-ს ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არ აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
5)  იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ-ს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.  


 
პროფესორი გიორგი ხუბუა
რექტორი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 20

ბიოფიზიკის სამაგისტრო პროგრამაში “სამედიცინო ბიოფიზიკის” მოდულის დამატების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 

1. ბიოფიზიკის სამაგისტრო პროგრამას დაემატოს მოდული “სამედიცინო ბიოფიზიკა” და პროგრამა ჩამოყალიბდეს შემდეგი სტრუქტურით: ბიოფიზიკა, გამოყენებითი ბიოფიზიკა და სამედიცინო ბიოფიზიკა.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 17

სამაგისტრო პროგრამების გაერთიანების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

  

1. გაერთიანდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შემდეგი სამაგისტრო პროგრამები – “სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია” და “შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია” ერთ პროგრამად: “სოციალური, ორგანიზაციული და გამოყენებითი ფსიქოლოგია” (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. შალვა აბზიანიძე)

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი 

სრულად

დადგენილება N: 16

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სრული საუნივერსიტეტო დაფინანსების დამატებითი ადგილების განსაზღვრის შესახებ

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხულ ორმოც მაგისტრანტს უნივერსიტეტი დამატებით აფინანსებს სრულად.

 

2. დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად ადგილები გადანაწილდეს შემდეგნაირად:

 

ა) ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართველოლოგიური მეცნიერებებისათვის  – 15 ადგილი
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 15 ადგილი
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 10 ადგილი

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 15

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით        
                                     

   

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა (დანართი №1).

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი 

სრულად

დადგენილება N: 14

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთა სრული საუნივერსიტეტო დაფინანსების შესახებ

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთა 10 პროცენტს უნივერსიტეტი აფინანსებს სრულად.


2. დადგენილების პირველი პუნქტით თანახმად ადგილები გადანაწილდეს შემდეგნაირად:


ჰუმანიტარული ფაკულტეტი (22 ადგილი):

 

გვიანანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფია (ერთობლივი) -1
პედაგოგიკა – 1
რელიგიის ფილოსოფია და რელიგიათმცოდნეობა – 1
განათლების მეცნიერებები – 1
მსოფლიო ისტორია – 1
ხელოვნებათმცოდნეობა – 1
კულტურის მეცნიერებები - 1
საქართველოს ისტორია - 1
არქეოლოგია და ეთნოლოგია -1
კავკასიოლოგია - 1
ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია – 1
ქართველური ენათმეცნიერება – 1
ზოგადი და შედარებითი ენათმეცნიერება (ერთობლივი) და ძველი ქართული ენა და ხელნაწერთმცოდნეობა (ერთობლივი) – 1
რუსული და სლავური ფილოლოფია - 1
თარგმანმცოდნეობა - 1
ბერძნულ-რომაული ფილოლოგია - 1
ინგლისური ფილოლოგია - 1
გერმანული ფილოლოგია - 1
რომანისტიკა, რომანული ენები და ლიტერატურა - 1
აღმოსავლური ფილოლოგია - 1
არმენოლოგია – 1
ასირიოლოგია - 1

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (14 ადგილი)

 

მათემატიკა – 2
კომპიუტერული მეცნიერებანი – 2
ქიმია – 2
ბიოლოგია – 2
გეოგრაფია – 2
ფიზიკა – 3
გეოლოგია – 1

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (12 ადგილი)

 

კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 1
მულტიკულტურული საზოგადოება - 1
კვლევის მეთოდები ფსიქოლოგია - 1
საზოგადოებრივი გეოგრაფია - 2
სოციოლოგია - 1
სოციალური სამუშაო – 1
ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტაცია - 1
პოლიტიკური მეცნიერება - 1
პრესისა და ტელე-რადიო ჟურნალისტიკა - 1
საერთაშორისო ურთიერობები – 1
ფსიქოლოგიის გაერთიანებული პროგრამა - 1

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

15 ადგილი (გადანაწილდა მიღებული შეფასების მიხედვით)

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 14ა