ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
31.10.2016, №124/2016 დადგენილებით
ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.12.2009, №328/2009; 16.03.2011, №27/2011;
25.03.2013, №55/2013 დადგენილებებით
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,
1. დამტკიცდეს დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქცია (დანართი 1).
11. დადგენილება ვრცელდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2011 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე. (16.03.2011, №27/2011)
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი