საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
გარდამავალ პერიოდში ფაკულტეტის საბჭოს ფორმირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ

ვინაიდან ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბერის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება ითვალისწინებს ფაკულტეტის საბჭოების ფორმირების ახალ წესს, უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტის დებულებებები წინააღმდეგობაში მოდის უნივერსიტეტის მოქმედ წესდებასთან. წესდების მოქმედი დებულებები არ ითვალისწინებს ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესსა და არჩევნების დანიშვნის ვადებს. ამასთან, დებულების შემუშავება–განხილვას, მოქმედი წესდება განსაზღვრავს ფაკულტეტის არჩეული საბჭოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით:


ა) უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოების არჩევნების თარიღი განისაზღვროს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
ბ) დაევალოს ფაკულტეტებს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა და გარდამავალ პერიოდში ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების ჩატარების წესის პროექტის წარდგენა უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტში არა უგვიანეს 2012 წლის 9 მარტისა.
გ) დაევალოს უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტს არაუგვიანეს 14 მარტისა უზრუნველყოს გარდამავალ პერიოდში ფაკულტეტის საბჭოების არჩევნების ჩატარების წესის უნივერსიტეტის რექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 15/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
№19/2016, 17.02.2016 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011  წლის 14 ნოემბრის №108/01-01 ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის დასკვნის (წერილი 28.02.2012, №4313/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

I. ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:


ა) თამარ გვარამაძე
ბ) ხათუნა ლორია
გ) თამარ ღვამიჩავა

 

II. კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:


ა) გია გოგიბერიძე
ბ) ლევან დარბაიძე
გ) ირაკლი კახიძე
დ) ზურაბ მაჭარაძე

 

III. საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:


ა) მაია ბითაძე
ბ) მარიამ კევლიშვილი
გ) ლიტა სურმავა
დ) ნინო რუხაძე

 

IV. კერძო სამართლის მიმართულებით:


ა) დიანა ბერეკაშვილი
ბ) აკაკი გაწერელია
გ) გვანცა გუგეშაშვილი
დ) თამარ ზოიძე
ე) ეკატერინე ლაფაჩი
ვ) გიორგი მახარობლიშვილი
ზ) ვახტანგ მჭედლიშვილი
თ) დიმიტრი საძაგლიშვილი
ი) გიორგი სვანაძე
კ) ქეთევან ქოჩაშვილი
ლ) ნათია ჩიტაშვილი
მ) თამარ შოთაძე
ნ) ლევან ჯანაშია
ო) თეა ჯუღელი

 

V. სისხლის სამართლის მიმართულებით:


ა) ნინო გოგნიაშვილი
ბ) გიორგი გორაშვილი
გ) ირაკლი დვალიძე
დ) ანრი ოხანაშვილი
ე) ლავრენტი მაღლაკელიძე
ვ) ბესიკ მეურმიშვილი
ზ) თემურ ცქიტიშვილი
თ) ლევან ხარანაული
ი) ირინე ხერხეულიძე
კ) მაკა ხოდელი

 

VI. სამართლის მეთოდების მიმართულებით:


ა) ლაშა ბრეგვაძე
ბ) მაკა ძამუკაშვილი
გ) ლელა ჯანაშვილი

 

VII. სამართლის ისტორიის მიმართულებით:


ა) სულხან ონიანი
ბ) გოჩა ფერაძე
გ) ელზა ჩაჩანიძე
დ) ანა წიგნაძე
ე) მარიამ ხოფერია
   

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 14/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
№19/2016, 17.02.2016 დადგენილებით


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№63/2012, 23.07.2012, №59/2013, 29.04.2013,
№103/2014, 30.09.2014, №44/2015, 23.03.2015, 
№86/2015, 04.09.2015, №92/2015, 14.09.2015   
დადგენილებებით 

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011  წლის 14 ნოემბრის №108/01-01 ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის დასკვნის (წერილი 28.02.2012, №4313/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

I. ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:


ა) თამარ გვარამაძე
ბ) ამოღებულია (№92/2015, 14.09.2015)
გ) თამარ ღვამიჩავა

 

II. კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:


ა) გია გოგიბერიძე
ბ) ლევან დარბაიძე
გ) ირაკლი კახიძე
დ) ზურაბ მაჭარაძე

 

III. საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:


ა) ამოღებულია (№63/2012, 23.07.2012)
ბ) მარიამ კევლიშვილი
გ) ამოღებულია (№86/2015, 04.09.2015)
დ) ნინო რუხაძე

 

IV. კერძო სამართლის მიმართულებით:


ა) დიანა ბერეკაშვილი
ბ) აკაკი გაწერელია
გ) გვანცა გუგეშაშვილი
დ) თამარ ზოიძე
ე) ეკატერინე ლაფაჩი
ვ) გიორგი მახარობლიშვილი
ზ) ვახტანგ მჭედლიშვილი
თ) დიმიტრი საძაგლიშვილი
ი) გიორგი სვანაძე
კ) ქეთევან ქოჩაშვილი
ლ) ნათია ჩიტაშვილი
მ) თამარ შოთაძე
ნ) ლევან ჯანაშია
ო) ამოღებულია (№59/2013, 29.04.2013) (№103/2014, 30.09.2014)

 

V. სისხლის სამართლის მიმართულებით:


ა) ნინო გოგნიაშვილი
ბ) გიორგი გორაშვილი
გ) ამოღებულია (№63/2012, 23.07.2012)
დ) ანრი ოხანაშვილი
ე) ლავრენტი მაღლაკელიძე
ვ) ბესიკ მეურმიშვილი
ზ) თემურ ცქიტიშვილი
თ) ლევან ხარანაული
ი) ირინე ხერხეულიძე
კ) მაკა ხოდელი

 

VI. სამართლის მეთოდების მიმართულებით:


ა) ლაშა ბრეგვაძე
ბ) მაკა ძამუკაშვილი
გ) ამოღებულია (№44/2015, 23.03.2015)

 

VII. სამართლის ისტორიის მიმართულებით:


ა) სულხან ონიანი
ბ) ამოღებულია (№63/2012, 23.07.2012)
გ) ელზა ჩაჩანიძე
დ) ანა წიგნაძე
ე) მარიამ ხოფერია


   

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 14/2012

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის პირველი და   მე-2 პუნქტების, მე-8 მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და მე-60 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“.

 

2. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი".

 

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 1. რეგულირების სფერო


ამ წესის მიზანია განსაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – „თსუ”) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, სტუდენტის მიღწევების შეფასების ერთიანი პროცედურა, სტუდენტის უფლება – მოვალეობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.“.

 

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 4. სასწავლო სემესტრები


1. სასწავლო წელი შედგება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისგან.
2. პროგრამის თავისებურებებიდან გამომდინარე სემესტრების განსხვავებული რაოდენობა შესაბამისი პროგრამებისთვის შესაძლებელია დადგინდეს რექტორის ბრძანებით.
3. სასწავლო წლის დაწყებამდე რექტორი ბრძანებით განსაზღვრავს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის, სააუდიტორიო მეცადინეობებისა და საგამოცდო პერიოდის ვადებს.“.

 

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 5. სტუდენტის დატვირთვა


1. სტუდენტის დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60-65 კრედიტს.
2. სტუდენტის დატვირთვა ერთი სემესტრის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 35 კრედიტს.
3. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს კრედიტების შესაბამისი რაოდენობის შესასრულებლად უფლება ეძლევა აირჩიოს საგნები არაუმეტეს 40 კრედიტისა.“.

 

ე) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით.“.

 

ვ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„5. შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის დაწყებამდე თსუ-ს რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.“.

 

ზ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობის შეუძლებლობა.“.

 

თ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ-ს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერებისა და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.“.

 

ი) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 

კ) მე-8 მუხლს მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:


„4. სტუდენტის სტატუსი შეჩერებულად ითვლება თუ სტუდენტს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაუვლია აკადემიური რეგისტრაცია, მაგრამ სტუდენტის სტატუსის შეჩერება არ გაფორმებულა შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
5. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.”.

 

ლ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„დ) ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება.“.

 

მ) მე-10 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:


„2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“.

 

ნ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ა) რეგულარულად ეცნობოდეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ თსუ-ს სამართლებრივ აქტებს.“.

 

ო) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. საუნივერსიტეტო განათლების ცალკეული საფეხურის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია. აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას დადგენილი წესის თანახმად ანიჭებს შესაბამისი ფაკულტეტი.“.

 

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.

5. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 13/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება (დანართი №1).

 

2. დადგენილებით მიღებული საკითხი დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 12/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
17.12.2012, №127/2012 და №36/2013, 25.02.2013
დადგენილებებით



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება (დანართი №1).

 

2. დადგენილებით მიღებული საკითხი დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 12/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 31 მაისის №64/2017
დადგენილებით



 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011  წლის 13 ოქტომბრის №106/01-01 ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2012 წლის 25 იანვრის დასკვნის (წერილი 27.01.2012, №1773/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) ეკა აკობია;
ბ) დავით მაცაბერიძე;

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 11/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 31 მაისის №64/2017
დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2016 წლის 29 თებერვლის №25/2016 დადგენილებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011  წლის 13 ოქტომბრის №106/01-01 ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2012 წლის 25 იანვრის დასკვნის (წერილი 27.01.2012, №1773/02) საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) ეკა აკობია;
ბ) ამოღებულია. (№25/2016, 29.02.2016)


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 11/2012

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთათვის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.01.2012, №1616/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 10 მარტის №21/2010 დადგენილების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ ასისტენტ-პროფესორებს გიორგი ციციშვილს, ზაალ მაჭავარიანს, მაია არჩუაძეს, შალვა ზვიადაძეს და ნატალია ჩინჩალაძეს გაუგრძელდეთ ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 30 სექტემბრამდე.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2012 წლის 11 მარტიდან.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 10/2012

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №286 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 1 თებერვლის №02/01/02–01–10  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №286 დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სრული პროფესორი: კახაბერ კაციტაძე“.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 9/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.01.2012, №1612/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება და სტრუქტურა (დანართი №1).

 

2. დადგენილებით მიღებული საკითხი დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.

3. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 8/2012

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
04.10.2013, №112/2013 დადგენილებით

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და ,,ნ“  ქვეპუნქტების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. განისაზღვროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობები (დანართი № 1, დანართი № 2, დანართი № 3, დანართი № 4, დანართი № 5, დანართი № 6).

 

2. დანამატის წლიური საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის წელს დამტკიცებული უნივერსიტეტის ბიუჯეტით ფაკულტეტისათვის გათვალისწინებული  დანამატის  ოდენობას.

 

3. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის ამ დადგენილებით განსაზღვრული დატვირთვის სასწავლო წლის ფარგლებში საშუალოკვირეული დატვირთვით შესრულება.

 

4. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, პედაგოგიური დატვირთვით (სააუდიტორიო საათები), უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ აკადემიური პერსონალი.

 

5. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ დამსაქმებელი (ფაკულტეტი) ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წესით არჩეულ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვით.

 

6. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს, დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ.

 

7.    დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) ან დამსაქმებლის (ფაკულტეტი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასის დაქვითვა განხორციელდეს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია) 50%-დან, შეუსრულებელი პედაგოგიური დატვირთვის პროპორციულად (ერთი საათის საშუალო ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე).

 

8. დასაქვითი შრომის ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდეს შესაბამისი სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და გამოიცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი.

 

9. აკადემიური პერსონალის პასუხისმგებლობა წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობაზე – შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეკისრება შესაბამის აკადემიურ პერსონალს.

 

10. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდეს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის № 233, 2010 წლის 10 მარტის № 29/2010,  2010 წლის 10 მარტის № 25/2010, 2010 წლის 10 მარტის № 27/2010, 2010 წლის 10 მარტის № 26/2010, 2010 წლის 10 მარტის № 28/2010, 2008 წლის 23 სექტემბრის № 135, 2009 წლის 21 იანვრის № 167, 2011 წლის 28 მარტის № 31/2011, 2011 წლის 14 ნოემბრის № 112/2011, 2008 წლის 8 სექტემბრის № 122 დადგენილებები.

 

11. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) გაიცეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

12. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

 

13. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 7/2012

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საშუალო ნიშნის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“  თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №228 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის, მე–15 მუხლის მე–2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საშუალო ნიშნის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №228  დადგენილება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის აღნიშნულ საკითხზე თსუ–ის რექტორის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 6/2012

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 20.01.2012, №1164/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ყ“ ქვეპუნქტი:

 

„ყ) სოციალური კვლევის მეთოდები (დანართი №24).“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 5/2012

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 29.12.2012 №35498/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე–20 მუხლის 20.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„20.4. ავტორეფერატი – ნაშრომის ზღვრული მოცულობა - 20 გვ. (არაუმეტეს 40 000 ასო-ნიშანი); ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოქვეყნებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა - A/4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა – AcadNusx-ი; სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ., მარჯვნიდან – 1 სმ., ზემოდან – 2,5 სმ., ქვემოდან – 2,5 სმ. (20 ეგზემპლარი).“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 4/2012

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორების ფატმან ანთაძე–მალაშხიასა და თეა შურღაიასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 06.01.2012, №143/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორებს ფატმან ანთაძე–მალაშხიასა და თეა შურღაიას გაუგრძლდეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა აკადემიური საბჭოს მიერ აღნიშნულ თანამდებობებზე კონკურსის შედეგად კანდიდატთა არჩევამდე.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2012 წლის 4 თებერვლიდან.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 3/2012

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტისა და თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 12.12.2011, №33309/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან 12 თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით და გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 2/2012

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესისა“ და რექტორის 2011 წლის 14 ნოემბრის 118/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ირაკლი ბურდული – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ვასილ გონაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
გ) ლევან ალექსიძე – სრული პროფესორი;
დ) მზია ლეკვეიშვილი – კრიმინოლოგიისა და კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი;
ე) გიორგი კახიანი – ასოცირებული პროფესორი;
ვ) მორის შალიკაშვილი – ასოცირებული პროფესორი;
ზ) ეკა შენგელია – ასოცირებული პროფესორი;
თ) ირმა ხარშილაძე – ასოცირებული პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 1/2012

„მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის სილაბუსის ფორმის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 ივნისის №55/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის „გ“ პუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 08.11.2011, №30461/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის სილაბუსის ფორმის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 ივნისის №55/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1–ში შეტანილ იქნეს ცვლილება და შეფასების კრიტერიუმების გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

„ შეფასების კრიტერიუმები: შუალედური გამოცდა, საკონტროლო, საშინაო დავალება და ა. შ.; შეფასების თითოეული ფორმის ხვედრითი წილი დასკვნითი (საბოლოო) შეფასებისთვის.

 

შუალედური და დასკვნითი (საბოლოო) შეფასების ფორმები შეფასების თითოეული ფორმის ხვედრითი წილი შენიშვნა
1            დასკვნითი გამოცდა   დასკვნით (საბოლოო) გამოცდაზე დაშვების წინაპირობა
2      შუალედური გამოცდა    
3      
4      
5      
  სულ ქულების რაოდენობა 100 ქულა  

 

დეტალურად გაწერეთ შეფასების კრიტერიუმები.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 129/2011

,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №2).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 128/2011