საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 12 სექტემბრის №120/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

 

I. მათემატიკის მიმართულება:


ა) რამაზ ბოჭორიშვილი - სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) უშანგი გოგინავა - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ქეთევან შავგულიძე - თსუ ასოცირებული პროფესორი;
დ) ვასილ გონაშვილი - თსუ რექტორისა და აკადემიური საბჭოს კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში, სამართლის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
ე) პეტრე ბაბილუა – თსუ ასისტენტ–პროფესორი;
ვ) ლია ტრაპაიძე - ფიზიკის დოქტორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი).

 

II. კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულება:


ა) რამაზ ბოჭორიშვილი - სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ალექსანდრე გამყრელიძე - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლელა მირცხულავა - თსუ ასოცირებული პროფესორი;
დ) ირინა ხუციშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი;
ე) ვასილ გონაშვილი - თსუ რექტორისა და აკადემიური საბჭოს კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში,სამართლის დოქტორი,თსუ ასოცირებული პროფესორი;
ვ) ლია ტრაპაიძე - ფიზიკის დოქტორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი).

 

III. ბიოლოგიის მიმართულება:


ა) რამაზ ბოჭორიშვილი - სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) დიანა ძიძიგური - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნანული დორეული - თსუ სრული პროფესორი;
დ) ნინო გაჩეჩილაძე - თსუ ასოცირებული პროფესორი;
ე) ვასილ გონაშვილი - თსუ რექტორისა და აკადემიური საბჭოს კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში,სამართლის დოქტორი,თსუ ასოცირებული პროფესორი;
ვ) ლია ტრაპაიძე - ფიზიკის დოქტორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი).

 

IV. გეოგრაფიის მიმართულება:


ა) რამაზ ბოჭორიშვილი - სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) დავით კერესელიძე - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლია მაჭავარიანი - თსუ სრული პროფესორი;
დ) ვაჯა ტრაპაიძე - თსუ ასოცირებული პროფესორი;
ე) ვასილ გონაშვილი - თსუ რექტორისა და აკადემიური საბჭოს კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში,სამართლის დოქტორი,თსუ ასოცირებული პროფესორი;
ვ) ლია ტრაპაიძე - ფიზიკის დოქტორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი