,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის ასისტენტ პროფესორის, მაკრომოლეკულების ქიმიის და პოლიმერული მასალების ინსტიტუტის დირექტორის თამარ თათრიშვილის 2026 წლის 28 ოქტომბრის N20004/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2027 წლის 27-29 ივლისს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში
„კავკასიის მეათე საერთაშორისო სიმპოზიუმის პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ (ICSP & AM 10) ჩატარების მიზნით შეიქმნას საორგანიზაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - თსუ რექტორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) მურთაზ დევაძე - სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე;
გ) თამარ თათრიშვილი - თსუ ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;
დ) ლაშა საღინაძე - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ე) გელა ბაკურიძე - სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ვ) პეტრე ბაბილუა - თსუ ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ზ) ლიკა ქათამაძე -სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინსტუტუციური მართვისა და ხარისხის განვითარების ცენტრის უფროსი;
თ) ანა ჯოგლიძე - სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების და კარიერული მხარდაჭერის უფროსის მოადგილე;
ი) გია პეტრიაშვილი - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
კ) ნანა ფირცხელიანი - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ლ) თინათინი ბუკია -თსუ ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი.
მ) მარინე ზაუტაშვილი -თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ნ) ნინო ზავრადაშვილი- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ო) ნიკოლოზ კვინიკაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის უფროსი ლაბორანტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
პ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ჟ) ნინო უგრეხელიძე - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
რ) მანონი ჯოჯუა - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ს) ნატო ჩუბინიძე - თსუ საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ტ)არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
უ)იოსებ სოფრომაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ფ) კახაბერ რუსიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ანგარიში და განახორციელოს დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
3. დაევალოს საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებგვერდის მომზადება.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.
რექტორი ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე