,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ კილასონიას 2026 წლის 29 ოქტომბრის N 24906/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის შესარჩევად.
2. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით), სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა; შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) სამეურნეო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო, ლოჯისტიკის, სამეურნეო, ოპერაციების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Word, Excel) ;
4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მომედ რეგულაციებს;
ბ)„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
- სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
6. ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალებები) შესრულება :
- უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში და მის პერიმეტრზე სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის კორპუსიდან გადაადგილებულ ინვენტარზე მიღბა-ჩაბარების აქტების წარმოება
- კორპუსში განთავსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა - შენახვაზე და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება;
- გახარჯული მასალების დადგენილი წესის შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება;
- ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში);
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში);
9. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების
ადმინისტრატორის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი 1) და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N2);
10.ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 2 ნოემბრიდან 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს
„მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი“ ;
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრსტორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 20 ნოემბრისა;
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე