eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ,,ლ“  და ჰ4  ქვეპუნქტების,  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,  52-  ე  მუხლის  პირველი  და  მე-3  ნაწილების,  53-ე  მუხლის  მე-3  ნაწილის,  54-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,  55-ე  მუხლის,  56-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  63-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11  სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის  ,,ა”,  ,,ბ”,  და  ,,პ”  ქვეპუნქტების  და  მე-9  პუნქტის,  მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ნ’’,  ,,ო“  და  ,,პ”  ქვეპუნქტებისა  და  საერთაშორისო  ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  თეა  გერგედავას  2026  წლის  26  ოქტომბრის  N24474/10  წერილის  საფუძველზე,

ვ  ბ  რ  ძ  ა  ნ  ე  ბ:

1.  შევიდეს  შემდეგი  ცვლილებები  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტთა  საერთაშორისო  გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესის  დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2021  წლის  31  მაისის  N15/04  ერთობლივი  ბრძანებით  დამტკიცებულ  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტთა  საერთაშორისო  გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესში  (შემდგომში  -  ,,წესი“)’’:

ა)  წესის  მე-4  მუხლის  მე-4  პუნქტის  ,,ბ’’  ქვეპუნქტი  ამოღებულ  იქნეს.

ბ)  წესის  მე-4  მუხლის  მე-4  პუნქტის  ,,ე’’  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  ახალი  რედაქციით:

,,ე)  წინამდებარე  წესითა  და  ხელშეკრულების  ფორმით  გათვალისწინებული,  სრულფასოვნად  შევსებული  სასწავლო  ხელშეკრულება.  იმ  შემთხვევაში  თუ  დამამთავრებელი  სემესტრის  სტუდენტს  აკადემიური  რეგისტრაციის  ფარგლებში  არჩეული  აქვს  საბაკალავრო/სამაგისტო  ნაშრომის  შესრულება,  წინამდებარე  წესითა  და  ხელშეკრულების  ფორმით  გათვალისწინებული,  სრულფასოვნად  შევსებული  სასწავლო  ხელშეკრულება  და  ამ  მუხლის  მე-7  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  ნაშრომის  ხელმძღვანელისა  და  სტუდენტის  წერილობითი  თანხმობა.”.


გ)  წესის  მე-4  მუხლის  მე  -7  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  ახალი  რედაქციით:

,,7.  გაცვლით  პროგრამაში  მონაწილეობის  (რეგისტრაციის  წინაპირობების  დაკმაყოფილების)  მიზნით:
ა)  შესავსები  სასწავლო  ხელშეკრულება  არის  მრავალმხრივად  ხელმოსაწერი  დოკუმენტი  სტუდენტს,  უნივერსიტეტსა  და  მასპინძელ  (მიმღებ)  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებას  (რომელშიც  უნდა  განხორციელდეს  გაცვლითი  პროგრამის  საფუძველზე  სტუდენტის  სწავლება)  შორის,  სადაც  ჩამოთვლილია  ის  საგანმანათლებლო  დისციპლინები,  რომლებსაც  სტუდენტი,  გაცვლით  პროგრამაში  მონაწილეობის  (სტიპენდიის  მოპოვების)  შემთხვევაში,  გაივლის  მასპინძელ  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში  და  რომლებიც  თავსებადია  სტუდენტის  საგანმანათლებლო  პროფილთან;

ბ)  ამ  მუხლის  მე  -  4  პუნქტის  ,,ე”  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  ნაშრომის  ხელმძღვანელისა  და  სტუდენტის  წერილობითი  თანხმობა  უნდა  შეიცავდეს  ხელმძღვანელისა  და  სტუდენტის  წერილობით  დადასტურებას  იმის  შესახებ,  რომ  სტუდენტის  გაცვლით  პროგრამაში  მონაწილეობა  ხელს  არ  შეუშლის  მის  მიერ  შესაბამისი  საგანმანათლებლო  კომპონენტის  (საბაკალავრო/სამაგისტრო  ნაშრომის  დადგენილი  წესით  შესრულება)  გავლას,  არ  შეაფერხებს  საბაკალავრო/სამაგისტრო  ნაშრომის  მომზადების  პროცესს.  ასევე  უნდა  შეიცავდეს  სტუდენტის  მხრიდან  დადასტურებას  იმის  შესახებ,  რომ სტუდენტის  მიერ  შესაბამისი  კრედიტების  ვერ  დაგროვების  ან  სწავლის  პროცესის  გახანგრძლივებასთან  (სწავლის  შედეგების  მიღწევის  მიზნით  დამატებითი  აქტოვობები,  დამატებითი  სემესტრი  და  სხვ.)  დაკავშირებული  პირობები  არის  სტუდენტის  აკადემიური  და  ფინანსური  პასუხისმგებლობის  ნაწილი.  სტუდენტისა  და  მისი  ხელმძღვანელის  წერილობითი  თანხმობა  ფორმდება  ფაკულტეტზე,  სასწავლო  ხელშეკრულებასთან  ერთად.”.
2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  გამოქვეყნება  დაევალოს  უნივერსიტეტის  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.

3.  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსება  დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას.

4.  ბრძანება  ძალაში  შედის  გამოცემისთანავე.


5.  წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება  გასაჩივრდეს  მისი  ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის  ვადაში  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში,  მისამართზე  -  ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი,  N64.

 

ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი  ლაშა  საღინაძე

რექტორი ჯაბა  სამუშია