eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მზია წერეთლის 2026 წლის 18 სექტემბრის N20638/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ დეკანის თანაშემწის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 
ა) უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) უნდა ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს ( Microsoft Office; Internet Browser).
4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს; 
დ) ფაკულტეტის დებულებას;
ე) თსუ წესდებას.
ვ) პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
დ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ე) დასაბუთების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. 
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
ი) კრეატიულობა

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ დეკანის თანაშემწის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
1) დეკანის კორესპონდენციის მართვა;
2) დეკანის ელექტრონული მიმოწერის მიზნობრივი ადმინისტრირება: ელექტრონულ ფოსტაზე და ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში შემოსული შეტყობინებების ყოველდღიური გაცნობა, დახარისხება, რეგისტრაცია და დეკანის მითითებით შესაბამის სამსახურებთან გადამისამართება;
3) ფაკულტეტზე მოსაწყობი სხვადასხვა სახის ღონისძიებების (სტუდენტების გაცილება/დახვედრა; წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოება, აკადემიური პერსონალის ღონისძიებების და სხვ.) დაგეგმვა და ორგანიზება: ღონისძიების სცენარის დაგეგმვა; აუდიტორიების მოძიება; თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან და უნივერსიტეტის გაზეთთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება, ანონსისა და პრესრელიზის მომზადება; ღონისძიებისთვის საჭირო მასალების მოსამსაზადებლად და დასაბეჭდად სხვადასხვა სამსახურებთან ურთიერთობა;
4) თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტისათვის" ფაკულტეტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის დროული მიწოდება;
5) ფაკულტეტის ვებგვერდისა და ფეისბუქგვერდის ადმინისტრირება, მოწოდებული ინფორმაციის და ვაკანსიების ფაკულტეტის ვებგვერდსა და/ან ფეისბუქგვერდზე განთავსება - თსუ კარიერული განვითარების ცენტრის მიერ მოწოდებული ვაკანსიების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და სხვა სამსახურების მიერ მოწოდებული გასავრცელებელი ინფორმაციის მყისიერი მიწოდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის; თსუ-ს სხვადასხვა სამსახურებიდან მიღებული 
ინფორმაციის, საბჭოს სხდომის ოქმების, ფაკულტეტის სამართლებრივი აქტების ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსება;
6) თსუ ვებგვერდისთვის ფაკულტეტის მასალების მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება.
7) საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის ვებგვერდისთვის ინფორმაციის ან სხვა სახის მასალის ტექსტების ქართულიდან ინგლისურზე და პირიქით თარგმნა;
8) მონიტორინგისა სამსახურისა და პერსონალის მართვის დეპარტამენტებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირება და სხვა;
9) საჭიროებებიდან გამომდინარე ფაკულტეტის დეკანისა და აკადემიური პერსონალის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება, სტუდენტურ თვითმმართველობასთან ურთიერთობა.

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის პოზიცია“.
10.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11.ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში. 
12.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 22 ოქტომბრისა.
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შესყიდვების განყოფილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე