eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 08 ივლისის N178/01-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასების, განვითარების და პროფესიული სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის წესის“ მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის N21104/10 (23,09,2026) წერილის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2026 წლის 24 სექტემბრის N 21298/10  წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 05 მაისის N80/01-01 ბრძანება“-ში და ბრძანების პირველი    პუნქტით    დამტკიცებული    პროფესიული    საგანმანათლებლო    პროგრამა „საბიბლიოთეკო საქმე“ ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „საბიბლიოთეკო  საქმე“ თბილისი (დანართი N1).
2.   წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება მოხდეს 2027 წელს პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადების დღიდან.
3.   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამების  დამტკიცების  შესახებ  რექტორის  2020 წლის  05  მაისის  N80/01-01  ბრძანებით  დამტკიცებულ  პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე „საბიბლიოთეკო საქმე“ (თბილისის) 2026 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა  სასწავლო  პროცესი  დაამთავრონ  იმ  პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამით, რომელზეც განხორციელდა მათი ჩარიცხვა.
4.   ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის   სტრუქტურულ   ერთეულებისთვის   მიწოდება   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისამართი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე