eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი     ადმინისტრაციული კოდექსის   52-ე   მუხლის პირველი  და  მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,   55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის   მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო   სამართლის იურიდიული პირის   –   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9 და მე-11 პუნქტებისა  და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N 20728/27, 21.09.2026 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2026 წლის 21 ივლისის N181/01-
01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების სიაში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

"

 

N სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური

ადგილების რაოდენობა

1 ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა 36

 

1.1. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა

(ლიტერატურული კომპარატივისტიკა)

 2

 

 1.2. ქართველური ენათმეცნიერება

 3

 

 1.3. ქართული ლიტერატურის ისტორია

 5

 

 1.4. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება

 2

 

 1.5. ფოლკლორისტიკა

 3

 

 1.6. ქართული ბიბლიის ფილოლოგია

 1

 

 1.7. კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა

 4

 

 1.8. ინგლისური ფილოლოგია და ლექსიკოლოგია

 5

 

 1.9. გერმანული ფილოლოგია

 1

 

 1.10. რომანული ფილოლოგია (ფრანგული,ესპანური, იტალიური)

 2

 

 1.11. სლავური ფილოლოგია

 1

 

 1.12. არაბული ფილოლოგია

 1

 

 1.13. ირანული ფილოლოგია

 1

 

 1.14. თურქული ფილოლოგია

 1

 

 1.15. სომხური ფილოლოგია

 1

 

 1.16. თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერება

 3

2

 ისტორიის სადოქტორო პროგრამა

 9

 

 2.1. საქართველოს ისტორია

 5

 

 2.2. ძველი მსოფლიოს ისტორია

 2

 

 2.3. შუა საუკუნეების ისტორია

 2

 3

 ხელოვნებათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა

 4

4

 ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა

 1

5

 კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამა

 2

6 ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა 1
7 არქეოლოგია სადოქტორო პროგრამა 1

"

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    გადასცეს    შესაბამის    სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში    ქ.   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე