,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის , ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების , სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 მაისის N9/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გ. ჭეიშვილის 2026 წლის 30 ივნისის N14531/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 30 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:
შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება:
პაპუნა გაბისონია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
სოფიო ქადაგიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ზურაბ თარგამაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება:
ირინა არაბიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ნატო სონღულაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
მზია ტყავაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება:
გიორგი მამარდაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ლელა ნებიერიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
თეა ქამუშაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია:
შორენა ლალიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
2.კონკურსის შედეგი ძალაში შევიდეს 2026 წლის 13 ივლისიდან.
3.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს მეცნიერ თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
4.წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია