საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის  ,,ა’’ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების      დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების    (ინსტიტუტების)   საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის  30 მარტის  7/04 ერთობლივი  ბრძანებისა  და  პაატა  გუგუშვილი  სახელობის კონომიკის ინსტიტუტის    დირექტორის    თეა  ლაზარაშვილის    2026 წლის   20 მაისის N11051/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში    მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად;
2. მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც),  ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული   სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ   შორის  არანაკლებ   3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის  პროფილის მიხედვით. კონკურსანტს  ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის  პროფილის მიხედვით) დანართი N1-ის   მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ  3 რეიტინგულ პუბლიკაციას შორის 1 საზღვარგარეთ გამოქვეყნებული  პუბლიკაცია; ასევე საზღვარგარეთ გამოცემული არანაკლებ 5 ნაშრომი.
4. მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე   4 წლის ვადით    შეიძლება აირჩეს   პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი   საქმიანობის   გამოცდილება  (რაც  გულისხმობს   არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1  რეიტინგული სამეცნიერო  პუბლიკაცია მაინც  სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის  პროფილის მიხედვით; კონკურსანტს  ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის  პროფილის მიხედვით) დანართი N1-ის მე-2 მუხლის    მე-4   პუნქტით   გათვალისწინებული 1   რეიტინგული  პუბლიკაციის   გარდა დამატებით  1 რეიტინგული პუბლიკაცია.
5.კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 21 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 22 ივნისიდან 2026 წლის 26 ივნისის   ჩათვლით საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 13 ივლისისა.
5.კონკურსი  გამოცხადდეს  -  პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერი  თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
ა) მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ფინანსების განყოფილება
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული.
ბ) ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გ) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

6.სამეცნიერო თანამდებობებზე (მეცნიერი  თანამშრომლები) გამოცხადებულ  კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების      კანონმდებლობით      დადგენილი       წესით       გაცემული       დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)   სამეცნიერო   საქმიანობის    გამოცდილების    ამსახველი   ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი     პროდუქციის    ჩამონათვალი,   თარიღების    მითითებით     და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); ვ)სამეცნიერო-კვლევითი    საქმიანობის    გამოცდილების    ამსახველი   კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); ზ)ცნობა  - სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ.
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 22 ივნისიდან 2026 წლის 26 ივნისის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე (გარდა შაბათ-კვირისა)  თსუ  პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა  N19, თსუ   X კორპუსი  (ოთახი № 403).
8.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს  ელექტრონულ გვერდზე.
10.წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო  დეპარტამენტი,     პერსონალის    მართვის დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის    სამსახური,           საინფორმაციო    ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია